„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 800
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.022511
800
24/12/2020
ვებგვერდი, 28/12/2020
190040000.10.003.022511
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №800

2020 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №431 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/09/2016, 190040000.10.003.019496) შეტანილ იქნეს ცვლილება  და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხა“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისას დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა ხორციელდება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია