იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან

იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან
დოკუმენტის ნომერი 01-132/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016823
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-132/ნ
29/12/2020
ვებგვერდი, 29/12/2020
470230000.22.035.016823
იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2020 - 29/06/2021)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №01-132/ნ/322

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტის, 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) ,,სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N1);

ბ) სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N2);

გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N3);

დ) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან  (დანართი N4);

ე) საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა, რომელთა მიწოდება გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N5).

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებში შემავალი ნედლეულისა და სუბსტანციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №1/ნ–№6 ერთობლივი ბრძანება;

ბ) „სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №01-69/ნ/№451 ერთობლივი ბრძანება;

გ) „ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისათვის აუცილებელი საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა დასაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 21 თებერვლის №01-15/ნ/№50 ერთობლივი ბრძანება;

დ) „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრისა და  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ–№5 ერთობლივი ბრძანება;

ე) „ფარმაცევტული საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 16 იანვრის N01-8/ნ/№21 ერთობლივი  ბრძანება.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი