დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 28/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010050.11.004.016069 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2020 - 08/01/2021)
|
„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათიდან გაანგარიშების დღის 16:30 საათამდე პერიოდში (შემდგომში – გასაანგარიშებელი პერიოდი), ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე (შემდგომში – სავაჭრო სისტემა) რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით. 2. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი არის გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში სავაჭრო სისტემაში დადებულ სპოტ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღეს ძალაშია ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესით განსაზღვრული იმ დღისათვის დადგენილი გაცვლითი კურსები. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები