„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82-IIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.020221
82-IIრს-Xმპ
05/01/2021
ვებგვერდი, 06/01/2021
300280000.05.001.020221
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 159-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის;“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისად ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში − ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.“.

2. 160-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ მათ მომხმარებლად ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში რეგისტრირებული პირებისთვის შესაბამისად ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდება-მომარაგების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციისა და განაწილების ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.“.

3. 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაცია;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 იანვარი 2021 წ.

N82-IIრს-Xმპ