დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოლიმპიური ჩემპიონების, პარალიმპიურ თამაშებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.10.003.022564 |
|
„ოლიმპიური ჩემპიონების, პარალიმპიურ თამაშებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ოლიმპიური ჩემპიონების, პარალიმპიურ თამაშებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2011, 010330000.10.003.016443) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“. 2. პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“. 3. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“. 4. პირველ მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები: „31. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ა) ვერცხლის მედლის მფლობელებს – 800 (რვაასი) ლარი; ბ) ბრინჯაოს მედლის მფლობელებს – 500 (ხუთასი) ლარი. 32. სპორტის ოლიმპიურ სახეობებში: ა) მსოფლიო ჩემპიონებს (დიდებს შორის) დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 800 (რვაასი) ლარის ოდენობით; ბ) ევროპის ჩემპიონებს (დიდებს შორის) დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 33. პირის მიერ ამ მუხლის მე-3, 31 და 32 პუნქტებში მითითებული მიღწევებიდან ორის ან მეტის ერთდროულად ფლობის შემთხვევაში, მისი სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელიც იმავდროულად არის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი) ან/და ამ მუხლის 32 პუნქტში მითითებული მიღწევ(ებ)ის მფლობელი (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში დიდებს შორის მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს, რომელიც იმავდროულად არის პარალიმპიური თამაშების პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; გ) ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ან/და ამ მუხლის 32 პუნქტში მითითებული მიღწევ(ებ)ის მფლობელი (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში დიდებს შორის მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით; დ) პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით; ე) სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონს (დიდებს შორის), რომელიც იმავდროულად არის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ან/და სპორტის ოლიმპიურ სახეობაში ევროპის ჩემპიონი (დიდებს შორის), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით; ვ) ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის სპორტის ოლიმპიურ სახეობაში ევროპის ჩემპიონი (დიდებს შორის), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“. 5. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2011 და შემდგომ წლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები