„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016438
1
05/02/2021
ვებგვერდი, 12/02/2021
400020010.16.009.016438
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის  დაუზიანებლად, მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით. ეს წესი არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ახალი მომხმარებლის მიერთებას, ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უძრავ ქონებაზე.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია