„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 683
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 170020000.22.027.017176
683
09/02/2021
ვებგვერდი, 10/02/2021
170020000.22.027.017176
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №683

2021 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) მე-2 მუხლის 4​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​1. ნოტარიუსი ვალდებულია შვებულების მიზეზით სამუშაოზე მისი არყოფნის შესახებ 5 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სადაც უნდა მიეთითოს შვებულების დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედი სანოტარო ბიურო შვებულების პერიოდში შეაჩერებს ფუნქციონირებას, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის მოქმედება ჩერდება იმავე ვადით. შვებულების ვადის ამოწურვისთანავე ნებართვა ითვლება ამოქმედებულად. ნოტარიუსი უფლებამოსილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამუშაოზე არყოფნისას, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით, აგრეთვე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან და სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან შეთანხმებით, შვებულების ვადით, დანიშნოს შემცვლელი პირი, რომელიც შეყვანილია ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე