„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022622
70
17/02/2021
ვებგვერდი, 18/02/2021
300160070.10.003.022622
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2021 წლის 17 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის“ (დანართი №2) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას ცალკეული წყალმოსარგებლე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ იგი ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ საქმიანობას და რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფა­სებას, ვალდებულია, შეიმუშაოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების  პროექტი, რომელსაც ითანხმებს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების −  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი. ამასთან, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება −  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ინფორმაციას შეთანხმებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების“ თაობაზე წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია