„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022623
71
17/02/2021
ვებგვერდი, 18/02/2021
280120000.10.003.022623
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №71

2021 წლის 17 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020  280120000.10.003.022548) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“:  

1. დანართ 1-ის („სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ზრუნვის სააგენტომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან დაიწყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურები მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით. ამასთან:

ა) 2021 წლის პირველი იანვრიდან, 2020 წლის პროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ამ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უწყვეტობისთვის განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან:

ა.ა) შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი – 27 02 03) პროგრამა, ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:

ა.ბ) „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ (დანართი №1.3)  შემთხვევაში, არაუმეტეს 4000 ლარით;

ა.გ.) „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ (დანართი №1.3) ფარგლებში, მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, სურდოთარჯიმნის მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სატენდერო პროცედურების დასრულებამდე,  არაუგვიანეს 2021 წლის 31 მარტისა;“.

2. დანართ 1.2-ის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის დაფინანსების გარდამავალი რეგულირება

1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (დანართი 1.6.5) ფარგლებში, რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ ზრუნვის სააგენტოში დადგენილი ფორმით წარდგენილი 2020 წლის დეკემბრის თვისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელდეს ზრუნვის სააგენტოს მიერ ამ დანართის  „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (დანართი 1.2.2) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) ერთი ვიზიტის (გაკვეთილის) ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 20,83 ლარს. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ მომსახურების თვეში მიღებული მომსახურების (გაკვეთილის) რაოდენობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია