დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.034.017114 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/02/2019, 140010000.22.034.016838) დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მთავარი სამმართველო.“; ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 1. დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ადმინისტრაცია (სამმართველო); ბ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო. 2. ადმინისტრაციის (სამმართველო) შემადგენლობაშია: ა) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილება; ბ) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება; გ) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება; დ) საქმისწარმოების განყოფილება. 3. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; ბ) ფინანსური რესურსების მართვისა და შესყიდვების განყოფილება; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის განყოფილება; დ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება. 4. დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფა, დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების საქმისწარმოების საერთო კოორდინაცია და კონტროლი, ასევე კორესპონდენციის წარმოება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით); ბ) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი, აგრეთვე, ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების (გარდა ფულადი ჯილდოსი), აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; ე) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება და კონტროლი; ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; თ) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება; ი) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისათვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენა; მ) სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული გეგმის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა; ნ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგის განხორციელება, ასევე შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების მიღება; ო) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება, ასევე, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების უზრუნველყოფა; პ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების (ფულადი ჯილდო) მიზნით მასალების მომზადება და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის ჩატარება, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ს) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი, აგრეთვე ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ტ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ასევე, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; უ) მშენებლობის, მიმდინარე ან/და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ფ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა; ქ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა; ღ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია; ყ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება; შ) დეპარტამენტის დანაყოფებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეყვანა, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება; ჩ) პენიტენციალური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, შესაბამისი რაიონული სამმართველოების ინფორმირება; ც) დანაშაულის რეციდივის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკის წარმოება; ძ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეყვანა; წ) ქ. თბილისში გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული ძალების ორგანიზება, კონტროლი და მასში უშუალო მონაწილეობა; ჭ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 22 თებერვალს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები