„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017115
8
23/02/2021
ვებგვერდი, 23/02/2021
310150000.22.034.017115
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №8

2021 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1.  

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, 14, 01.02.2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გადაფორმება – რეგისტრაციაში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემასთან.“;

ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. მოსარგებლე – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით. ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში, მოსარგებლედ ასევე მიიჩნევა ლიზინგის მიმღები.“;

გ) 18 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„181. დათვალიერების აქტი –

ა) სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი (ფორმა 1), რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით;

ბ) სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტი.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენა ხორციელდება სააგენტოში ელექტრონული ან/და მატერიალური სახით დაცული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, საქმის წარმოების მიზნებისათვის ან მის ფარგლებში სააგენტოსათვის  ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით წარდგენილი ან/და სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ან/და დოკუმენტაციით, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებით ან/და საექსპერტო შემოწმებით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მომსახურების გაწევის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება სავალდებულოა:

ა) გადაფორმებისას;

ბ) რეგისტრაციაში ცვლილებების განსახორციელებლად, გარდა ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) ამ მუხლის 92 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;

დ) ლიზინგის მიმღებზე სატრანსპორტო საშუალების (ლიზინგის საგნის) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისას;

ე) ამ ინსტრუქციის 92 მუხლით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას.“;

გ) 7 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 2 პუნქტი:

„72. რეგისტრაციაში ცვლილება (გარდა გადაფორმებისა) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების გარეშე, თუ მესაკუთრე/მოსარგებლე ან მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არცერთი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი არ არის შეცვლილი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების შედეგად მონაცემთა ბაზაში და რეგისტრაციის მოწმობაში სატრანსპორტო საშუალების ზემო აღნიშნული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი აისახება უცვლელად. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს მესაკუთრის/მოსარგებლის, ან მისი წარმომადგენელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა. ამასთან მესაკუთრე/მოსარგებლე, ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია არ შეიყვანოს შეცდომაში სააგენტო და მიაწოდოს მას სწორი ინფორმაცია. სააგენტოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ჩაითვლება მესაკუთრის/მოსარგებლის მხრიდან რეგისტრაციის წესების დარღვევად.“;

დ) მე-8 პუნქტის:

დ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან დროებითი რეგისტრაციისას;“;

დ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააღრიცხვო ნომრის დასადამღად.“;

ე) 8 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8 2 პუნქტი:

„82. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა განახორციელოს დაინტერესებული პირის მოთხოვნით.“;

ვ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის თანახმად, რეგისტრაციაში ცვლილებების განსახორციელებლად სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება სავალდებულოა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მსუბუქი ავტომობილის დათვალიერებისას, ასევე სავალდებულოა მისი საექსპერტო შემოწმება. ამასთან მსუბუქი ავტომობილის დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი პირები ადგენენ დათვალიერების აქტს (ფორმა 1).“.

3. 8 3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად დაინტერესებული პირი უარს აცხადებს სააღრიცხვო ნომრის დადამღვაზე, ან წარმოდგენილი არ იქნა სააღრიცხვო ნომრის დადამღვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებაზე და რეგისტრაციაზე.“.

4. მე-18 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 1 მუხლი:

მუხლი 181

1. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრირებულ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე სრულწლოვან უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სხვა რეგისტრაციის ნომერით (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეცვლის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით, მობილური აპლიკაციის მეშვეობით (შემდგომ  დისტანციური მომსახურება). დისტანციური მომსახურების მისაღებად მესაკუთრე ვალდებულია წინასწარ სააგენტოს ვებ-გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში გაიაროს რეგისტრაცია. რეგისატრაციისას მესაკუთრემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

2. დისტანციური მომსახურების მიღების თაობაზე სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ელექტრონულ მოთხოვნაში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) შესაცვლელი რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სერია და ნომერი;

ბ) შესაცვლელი რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სანაცვლოდ გასაცემი, მესაკუთრისათვის სასურველი სერიული (შესაძლებელია მხოლოდ იმ სერიული სანომრე ნიშნის შერჩევა, რომელიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის მეშვეობით) ან ინდივიდუალური წესით შერჩეული (არასერიული) რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სერია და ნომერი;

გ) სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელება (შემდგომ – შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), რომელშიც მესაკუთრეს სურს შეცვლილი სარეგისტრაციო ნიშნების მიღება, შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების (მათი არსებობის შემთხვევაში) წარდგენა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ აქტზე ხელისმოწერა. მესაკუთრის მიერ მომსახურების გამწევი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის შერჩევა ხორციელდება მობილური აპლიკაციით შეთავაზებული ჩამონათვალიდან;

დ) ინფორმაცია მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ;

ე) მესაკუთრის დასტური, იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არც ერთი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი არ არის შეცვლილი.

3. დისტანციური მომსახურება არ განხორციელდება თუ:

ა) მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;

ბ) სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ვერ ხორციელდება მესაკუთრის იდენტიფიცირება;

გ) მესაკუთრის პირადობის ან ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეჩერებული ან გაუქმებულია;

დ) მესაკუთრის მიერ სრულად წარმოდგენილი არ არის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია;

ე) მესაკუთრე არ ადასტურებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოებას;

ვ) მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალება იძებნება;

ზ) მესაკუთრე არ უზრუნველყოფს შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების სააგენტოსათვის ჩაბარებას (გარდა მათი დაკარგვის შემთხვევისა);

თ) მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უარს აცხადებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერაზე;

ი) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;

კ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.

4. დისტანციური მომსახურების გაწევის მიზნით, სააგენტო ამზადებს სარეგისტრაციო ნიშნებს და მონაცემთა ბაზაში წინმსწრებად ასახავს რეგისტრაციაში ცვლილებებს. მონაცემთა ბაზაში წინსმწრებად ასახული რეგისტრაციაში ცვლილებები, ასევე დამზადებული სარეგისტრაციო ნიშნები იურიდიულ ძალას იძენს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სარეგისტრაციო ნიშნების მესაკუთრესათვის ან მისი წარმომადგენელისათვის გადაცემისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული აქტის ხელმოწერის შემდგომ.

5. დისტანციური მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მესაკუთრეს ეცნობება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მესაკუთრე, ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია დისტანციური მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის სააგენტოსათვის გაგზავნიდან არაუადრეს მე-4 სამუშაო დღისა, მაგრამ არაუგვიანეს მე-6 სამუშაო დღისა გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სარეგისტრაციო ნიშნების მისაღებად/ჩასაბარებლად და აქტზე ხელის მოსაწერად.

6. შეცვლილი სარეგისტრაციო ნიშნების მესაკუთრისათვის ან მისი წარმომადგენელისათვის გადაცემისას დგება აქტი, რომელსაც იგი ხელს აწერს. აქტში უნდა მიეთითოს:

ა) შეცვლილი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების რაოდენობის შესახებ;

გ) გაფრთხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით მესაკუთრის ან მისი წარმომადგენელის სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამზადებული შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნები და მონაცემთა ბაზაში წინმსწრებად ასახული რეგისტრაციაში ცვლილებები კარგავს იურიდიულ ძალას, ამასთან მომსახურება ითვლება გაწეულად, ხოლო გადახდილი მომსახურების საფასური (სანომრე ნიშნის შემთხვევაში არაუმეტეს 35 ლარისა) უკან არ ბრუნდება.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის თანასაკუთრებად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, მესაკუთრედ ითვლება სატრანსპორტო საშუალების ის მესაკუთრე რომლის სახელზეც გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა. ამასთან რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელების შედეგად რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა იმავე თანამესაკუთრის სახელზე, რომელიც მითითებულია შესაცვლელ რეგისტრაციის მოწმობაში.“.

9. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (გარდა სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენისა ან/და შეცვლისა) არ განხორციელდება სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვისაგან ან საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებრივი შეზღუდვის/საგადასახადო გირავნობის შეტყობინების გამომგზავნის თანხმობის წარმოდგენამდე.“.

10. 49-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:

მუხლი 491

2021 წლის 1 აპრილამდე, ამ ინსტრუქციის 181 მუხლის მოქმედების გავრცელება დასაშვებია მხოლოდ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლის შემთხვევებზე.“.


მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური