„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016548
26/04
25/02/2021
ვებგვერდი, 26/02/2021
220090000.18.011.016548
„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №26/04

2021 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ:220090000.18.011.016494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ბარათის მფლობელის ხელმოწერას (ბარათის მფლობელის ხელმოწერა არ არის სავალდებულო, თუ გადახდის ოპერაცია სრულდება პინ-კოდის საშუალებით ან უკონტაქტო ტექნოლოგიით და თანხის ოდენობა არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ უკონტაქტო ერთი ტრანზაქციისთვის განსაზღვრულ თანხის ზედა ზღვარს).“;

2. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2021 წლის პირველ ივნისამდე ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საბარათე ინსტრუმენტის შეზღუდვის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. 2021 წლის პირველ ივნისამდე ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან (მათ შორის, ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით) ელექტრონული ფორმით უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ექვაირერს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული აქვს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფეროს ხელშეკრულებაში განსაზღვრის ვალდებულება.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. 2021 წლის პირველ სექტემბრამდე ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან (მათ შორის, ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით) მატერიალური ფორმით უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობა ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ექვაირერს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული აქვს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ, უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფეროს ხელშეკრულებაში განსაზღვრის ვალდებულება. ექვაირერი ვალდებულია მის ხელთ არსებული საშუალებებით სავაჭრო/მომსახურების ობიექტს წინასწარ, 2021 წლის 1 ივნისამდე, მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე