საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 249-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020236
249-IVმს-Xმპ
02/03/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
020000000.05.001.020236
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 მუხლი:

„მუხლი 761. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების  განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.“.

2. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 77. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების დადგენილი ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება

1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე.

5. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება –

გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) დადგენილზე  5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;

გ) დადგენილზე 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გაორმაგებას.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ხმაურის დასაშვები ნორმები განსაზღვრულია „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით“.“.

3. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 78. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობა ან უქონლობა

1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.

3. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.

5. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.“.

4. 792 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 79​2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა

1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) პირობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;

გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ნებართვის მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას.

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების  (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ნებართვის მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.

3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, დასკვნის მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის  შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას.

4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, დასკვნის მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.

5. 798 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 798. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა

1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;

გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, საქმიანობის განმახორციელებლისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას.

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, საქმიანობის განმახორციელებლისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.

6. 822 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 822. ზედაპირული წყლის ობიექტისთვის და ხის ნახშირის წარმოებისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

5. ხის ნახშირის წარმოებისას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“.

7. 84-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ორგანოების მოთხოვნის/გადაწყვეტილების შეუსრულებლობა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები:

„31. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული მიწერილობის) შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე.

32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა და   მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი და მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 მარტი 2021 წ.

N249-IVმს-Xმპ