საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 392-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016072
392-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 16/03/2021
010190030.06.001.016072
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის კომიტეტებია:

ა) აგრარულ საკითხთა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

გ) განათლებისა და მეცნიერების;

დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;

ვ) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა;

ზ) ევროპასთან ინტეგრაციის;

თ) თავდაცვისა და უშიშროების;

ი) იურიდიულ საკითხთა;

კ) კულტურის;

ლ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;

მ) საგარეო ურთიერთობათა;

ნ) საპროცედურო საკითხთა და წესების;

ო) საფინანსო-საბიუჯეტო;

პ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;

ჟ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N392-IVმს-Xმპ