„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017456
55
16/03/2021
ვებგვერდი, 17/03/2021
200090000.22.033.017456
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №55

2021 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
   „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 391 მუხლის:

1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულია ცნობა, მაგრამ დაქირავებული პირის მიერ სრულად ვერ იქნა გამოყენებული კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, მაშინ ფიზიკური პირი (დაქირავებული) უფლებამოსილია, ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური პირი, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, წარადგენს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს ფიზიკური პირის (დაქირავებულის) წერილობითი თანხმობა, საგადასახადო ორგანოს მიერ დამქირავებლისთვის (საგადასახადო აგენტისთვის) შეღავათით გათვალისწინებული თანხის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.“;

2. მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-82 პუნქტები:

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის (დაქირავებულისთვის) ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების შემდგომ, საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) ინფორმირებას, ფიზიკური პირის (დაქირავებულის) მიერ შეღავათით სარგებლობის თაობაზე, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, აღნიშნული შეტყობინების გაცნობის შემდეგ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ეკრძალება აღნიშნული თანხის დაქირავებული პირისთვის დაბრუნება.

82. ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მიეთითება:

ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება;

ბ) დამქირავებლის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;

გ) ფიზიკური პირის (დაქირავებულის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

დ) ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილი საგადასახადო შეღავათის გამოყენებისა და მისი ოდენობის შესახებ;

ე) საგადასახადო პერიოდ(ებ)ი, რომელთან მიმართებაშიც გამოყენებულ იქნა საგადასახადო შეღავათი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი