დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.017134 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, 14, 01.02.2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ნომრიანი აგრეგატი – სატრანსპორტო საშუალების ძრავი, ძარა, შასი.“; ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42. სარეგისტრაციო მოწმობა – რეგისტრაციის შედეგად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დადგენილი ნიმუშის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ფაქტს და რომელშიც ასახულია სარეგისტრაციო მონაცემები.“; გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 81-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. ფერი – ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 21 პუნქტითა და დანართი №6-ით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების შეფერილობა.“. 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები: ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, მოსარგებლის, ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის უფლება ნივთზე (სატრანსპორტო საშულებაზე); გ) რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ფარგლებში მონაწილე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი) და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები; დ) რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი, რეგისტრაციის სახე და თარიღი; ე) ინფორმაცია რეგისტრაციის შედეგად გაცემული ან/და სააგენტოსათვის ჩაბარებული სარეგისტრაციო ნიშნების შესახებ (სანომრე ნიშნის სერია და ნომერი, სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი და ა.შ); ვ) სატრანსპორტო საშუალების: ვ.ა) მარკა, ტიპი, მოდელი; ვ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN, ძარის ნომერი, შასის ნომერი ან/და სააღრიცხვო ნომერი. ძარის ან/და შასის ნომრის აღრიცხვა სავალდებულო არ არის VIN-ის არსებობის ან სააღრიცხვო ნომრის მინიჭების შემთხვევაში); ვ.გ) გამოშვების წელი; ვ.დ) სრული მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში); ვ.ე) ნებადართული მაქსიმალური მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში); ვ.ვ) დაუტვირთავი მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში); ვ.ზ) ძრავის მოცულობა (მონაცემების ასახვა არ არის სავალდებულო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციისას); ვ.თ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (კვტ-ობით) (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში); ვ.ი) საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო; ვ.კ) ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში); ვ.ლ) ძრავის სიმძლავრე/წონის ფარდობა (კვტ/კგ-ობით) (მონაცემი აისახება მხოლოდ მოტოციკლის რეგისტრაციისას); ვ.მ) სატრანსპორტო საშუალების ფერი; ვ.ნ) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის ჩათვლით (სავალდებულოა მხოლოდ ავტობუსების რეგისტრაციისას); ვ.ო) დასადგომი ადგილების რაოდენობა (მონაცემი აისახება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობას); ზ) დადამღვის შემთხვევაში, ინფორმაცია დადამღული საიდენტიფიკაციო ნომრის ან სააღრიცხვო ნომრის შესახებ; თ) ინფორმაცია სამართლებრივი დატვირთვის ან/და უფლებრივი შეზღუდვის შესახებ; ი) რეგისტრაციის მიზნებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალება შეფერილია ორ ან მეტ ფერში, დომინანტ ფერთა სპექტრიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემად შესაძლებელია მიეთითოს შემდეგი ფერები: ა) კომუფლირებული; ბ) კომბინირებული; გ) ცვალებადი (ე.წ. „ქამელეონი“). 22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, დომინანტი ფერების (მაგრამ არაუმეტეს ორისა) შესახებ ინფორმაცია აისახება დათვალიერების აქტში და ინახება ელექტრონული ფორმით.“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას, თუ მას „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, საბაჟო საწყობის ან დროებითი შემოტანის პროცედურის განხორციელებისას არ ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება;“; ე) მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“; ვ) 82 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 და 84 პუნქტები: „83. მხოლოდ რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის მიზნებისათვის ჩატარებული საექსპერტო შემოწმების დროს სპეციალისტის მიერ მოწმდება/დგინდება და შესაბამის აქტში შეიტანება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები. 84. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის ან დროებითი შემოტანის პროცედურაში ან რეექსპორტში მოსაქცევი სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების შედეგად სავალდებულოა შესაბამისი დათვალიერების აქტის (ფორმა 2) შედგენა, მაგრამ არაუგვიანეს შემოწმებიდან 60 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალისტის მიერ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულების დაანგარიშება ხორციელდება დათვალიერების აქტის შედგენისას.“. 3. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას რეგისტრაცია ხორციელდება დეკლარანტზე ისე, რომ არ ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირება. სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადით. დროებითი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო ბაზაში (სისტემაში) აღირიცხება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები: ა) დეკლარანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი); ბ) რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ფარგლებში მონაწილე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი; იურიდიული პირის ან მოსარგებლის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი) და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები; გ) დროებითი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი და თარიღი; დ) ინფორმაცია დროებითი რეგისტრაციის შედეგად გაცემული ან/და სააგენტოსათვის ჩაბარებული სარეგისტრაციო ნიშნების შესახებ (სანომრე ნიშნის სერია და ნომერი, სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი, ჩაბარებული უცხო ქვეყნის რეგისტრაციის ნომერი და ა.შ); ე) სატრანსპორტო საშუალების: ე.ა) მარკა, ტიპი, მოდელი; ე.ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN, ძარის ნომერი, შასის ნომერი ან/და სააღრიცხვო ნომერი. ძარის ან/და შასის ნომრის აღიცხვა სავალდებულო არ არის VIN-ის არსებობის ან სააღიცხვო ნომრის მინიჭების შემთხვევაში); ე.გ) გამოშვების წელი; ე.დ) სრული მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში); ე.ე) ნებადართული მაქსიმალური მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში); ე.ვ) დაუტვირთავი მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში); ე.ზ) ძრავის მოცულობა (მონაცემების ასახვა არ არის სავალდებულო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეგისტრაციის შემთხვევაში); ე.თ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (კვტ-ობით) (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში); ე.ი) საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო; ე.კ) ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი (აისახება მონაცემის არსებობის შემთხვევაში); ე.ლ) ძრავის სიმძლავრე/წონის ფარდობა (კვტ/კგ-ობით) (მონაცემი აისახება მხოლოდ მოტოციკლის რეგისტრაციისას); ე.მ) სატრანსპორტო საშუალების ფერი; ე.ნ) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის ჩათვლით (სავალდებულოა მხოლოდ ავტობუსების რეგისტრაციისას); ე.ო) დასადგომი ადგილების რაოდენობა (მონაცემი აისახება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობას); ვ) დროებითი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების თარიღი; ზ) ინფორმაცია სამართლებრივი დატვირთვის ან/და უფლებრივი შეზღუდვის შესახებ; თ) დროებითი რეგისტრაციის მიზნებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. თანამესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების სხვა თანამესაკუთრისათვის გადაცემის შემთხვევაში, სააგენტო შესაბამის რეგისტრაციას ახორციელებს უფლების გადამცემი მესაკუთრის წერილობითი მომართვის საფუძველზე. ამასთან რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო ნიშნების შეცვლის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ბოლო რეგისტრაციის შედეგად გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები შეუსაბამობაში არ მოდის ცვლილების შედეგად მონაცემთა ბაზაში ასახულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებთან .“. 5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) იურიდიული ძალის არმქონე რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)“; 6. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები: „ე1) რეგისტრაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია/მოხსნილი აქვს კონსტრუქციულად გათვალისწინებული ნომრიანი აგრეგატი, გარდა სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერის შემთხვევისა; ე2) ვალდებულების მქონე დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლას; “; 7. 43-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46 1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ტერმინი: ა) „ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი“ გულისხმობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე“ (გარდა იმავე მუხლის „ე.ლ1“ ქვეპუნქტისა), „ზ“ და „ზ2“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); ბ) „ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი“ გულისხმობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“–„ე7“, „ზ“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); 2. ამ თავის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირად მიიჩნევა მოთხოვნის მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) ბოლო მონაცემებით განსაზღვრული იმ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში – დეკლარანტი) ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე), რომელზეც გაცემულია ან გაცემული იყო ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი.“. 9. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის მიზნით მიმართოს სააგენტოს და დადგენილი წესით განახორციელოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლა ან სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა. დაუშვებელია ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის მქონე სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება. 2. დაინტერესებული პირი ვალდებულია ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი ჩააბაროს სააგენტოს, ხოლო, თუ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი (ცალი ან წყვილი) დაკარგულია – აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობოს სააგენტოს. 3. ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (ერთის ან წყვილის) გაცემისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის წესი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, მაგრამ არა უგვიანეს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარების დღისა; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ბ“-„ე.კ“, „ე.მ“-„ე.ო“ და „ზ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, მაგრამ არა უგვიანეს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ჩაბარებიდან 6 თვისა. 4. დასაშვებია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის: ა) ამავე კანონის (მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლა, ძველი ნიმუშის ნომრის ჩაბარებიდან განუსაზღვრელი ვადით. ამასთან დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს: ა.ა) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე არსებული ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის იდენტური ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დატანა (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პირი თავისუფლდება ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან); ა.ბ) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე არსებული ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციისაგან განსხვავებული ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დატანა (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის განსაზღვრული მომსახურების საფასური მცირდება 35 ლარამდე); ბ) ამავე კანონის (მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის „ე1-ე5“ ან „ე7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლა (ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პირი თავისუფლდება ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან). 5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის იმავე ტიპის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია, ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დატანილ იქნეს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ასოთა და ციფრთა კომბინაციის იდენტური ასოთა და ციფრთა კომბინაცია. ამასთან, თუ მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის კომბინაცია შეესაბამება იმავე კანონის (მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მცირდება 25 ლარამდე. 6. 2021 წლის 1 აპრილიდან დაუშვებელია: ა) ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემა (გარდა ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან დამზადება; ბ) დაკარგული ან დაზიანებული ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის აღდგენა.“. 10. 49-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 26 მარტიდან, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5, მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე2“ ქვეპუნქტის, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებისა.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5, მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე2“ ქვეპუნქტი, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები