„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022696
141
26/03/2021
ვებგვერდი, 01/04/2021
470230000.10.003.022696
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №141

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა)  მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით მოსარგებლე პირების იდენტიფიცირების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციაზე სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სააგენტო/განმახორციელებელი) შეუფერხებელი წვდომისათვის. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო), სადაზღვევო კომპანიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის საჭირო სხვა აუცილებელ მონაცემს.

2. პროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირთათვის პროგრამით დადგენილი პირობების დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევისა და ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ოდენობის გაანგარიშების მიზნით, საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მიეცეთ წვდომა პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიისა და სადაზღვევო კომპანიის (სადაც დაზღვეულია მოსარგებლე) შესახებ ინფორმაციაზე. სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფილ იქნეს სადაზღვევო კომპანიების წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე.

3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით, სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებების წვდომა მოსარგებლე პირების კატეგორიის, აგრეთვე, კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში − სადაზღვევო კომპანიის შესახებ ინფორმაციაზე.“;

ბ)  მე-4 მუხლის:

ბ.ა) „ა“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული პროგრამის მოსარგებლე ფიზიკური პირების შესახებ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრიდან – 2021 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში სააგენტოს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო  კალენდარული დღის მდგომარეობით მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით;

1) ამ დადგენილების მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და დადგენილების შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, შეთანხმებული ფორმატით, იღებს წვდომას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე ფიზიკური პირების შესახებ;

ბ) საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს,   მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, მის მიერ რეგისტრირებულ/აღრიცხულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (შემდგომში – ვეტერანთა) შესახებ, შეთანხმებული ფორმატით;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან –სააგენტოს,  ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებულნი არიან სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ  ამ პროგრამის მიზნებისთვის; 

გ​​1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს,  ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ  ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ე) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ზრუნვის სააგენტო) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით:

ე.ა)  ამ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) დასაქმებული უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ე.ბ)  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა  და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარების, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარების, რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი იმ ბავშვების შესახებ, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას, აგრეთვე უზრუნველყოს ამ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, შეთანხმებული ფორმატით.“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები (პირადი ნომრის მითითებით) წინა თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ (ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ   ამ პროგრამის მიზნებისთვის):

ვ.ა) საჯარო სკოლის მასწავლებლები;

ვ.ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;

ვ.გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები;

ვ.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით;

ვ.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

ვ.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები;

ვ.ზ) სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები;

ვ.თ) პროფესიული სტუდენტები, მათ შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კომპეტენციის ფარგლებში წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;

ვ.ი) საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრულ – საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღებაზე;“;

ბ.გ) „ვ1“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან,  2014  წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ზ) შესაბამისმა მუნიციპალურმა ორგანომ სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით) ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;

თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს  მიაწოდონ (წვდომადი გახადონ)  განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც ამავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ითა და დანართ №1.9-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“;

ბ.დ) „ი“ – „ი3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან –სააგენტოს – ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის     23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ითა და დანართ №1.9-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;

1) ამ დადგენილების მე-3 მუხლის აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოითხოვოს საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებიდან მათთან არსებული ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი შესაბამისი ინფორმაცია და უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემები პროგრამის განმახორციელებელს მიაწოდოს არაუგვიანეს 2017 წლის 22 თებერვლისა. განმახორციელებლის მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ მოპოვებული მონაცემები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მის მიერ ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიზნებისათვის;

2) ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ მონაცემების მიწოდება (მონაცემებზე წვდომა), გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის შესაბამისად, პროგრამით დადგენილი პირობებითა და მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული მემორანდუმით ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმატით;

3) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 34 პუნქტისა და დანართ №1.6-ით გათვალისწინებული პირობების ადმინისტრირების მიზნით:

3.ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, „პირველადი და  გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის დანართ 17.1-ის ფარგლებში სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმების/პარამედიკოსებისა და ექთნების, ასევე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით;

ი​3.ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“, შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა“ და სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკურმა გაერთიანებამ“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ)  განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათი ორგანიზაციების მიერ „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო  დახმარების  უზრუნველყოფის“ დანართ 17.1-ის ფარგლებში დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით;“;

ბ.ე) „ი3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი4“ ქვეპუნქტი:

„ი4) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ, შეთანხმებული ფორმატით, 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს სააგენტოს წვდომა:

4.ა) მის მონაცემთა ბაზებში აღრიცხული შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით სახელმწიფო გასაცემლების მიმღები, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პენსიის მიმღები და პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე პენსიის მიმღები პირების, ასევე მათთვის პენსიის შეჩერების თარიღისა და შეჩერების საფუძვლების შესახებ;

4.ბ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  არ აღემატება 70 000-ს;

4.გ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 100 000-ს;“;

გ) „42“ და „43“ მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 42 

1. ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ – „ი1“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სხვადასხვა უწყებებიდან სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი უწყება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური პასუხისმგებელია, მემორანდუმით ან ხელშეკრულებით დადგენილი ფორმატით, სააგენტოს სრულად და სწორად მიაწოდოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია.

მუხლი 43. „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირისთვის მიყენებული ზიანის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურების შეთხვევაში, სააგენტოსა და ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს  ეკისრება განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის ვალდებულება.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმახორციელებლის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული, მათ შორის, ზედამხედველობის ღონისძიებები, დაფინანსდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრებიდან და ამავე დადგენილების დანართ №1.6-ის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან.“;

ე) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. სააგენტოს უფლება აქვს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად და შეუფერხებლად ისარგებლოს:

ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვ.;

ბ)  ამ დადგენილების მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ა“ – „ი4“ ქვეპუნქტების, 42 და 43 მუხლების შესაბამისად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვადასხვა უწყებებთან გაფორმებული მემორანდუმებით/ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით, ახალი მემორან-დუმების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების გაფორმებამდე.“.

2. დადგენილების №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში):“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად;“;

ა.გ) 36 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 37 პუნქტი:

„3​7. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.10 დანართის მოსარგებლეები არიან:

ა) შესაბამისი საჭიროების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია;“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) №1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან განმახორციელებელი.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტითა და №1.10 დანართით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან:“;

გ.ბ) 12  უნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. №1.10 დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.10 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა დანართ №1.8-ის მე-2 პუნქტითა და დანართ №1.10-ით განსაზღვრული მომსახურებისა) დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

ე) მე-19 მუხლის 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) 21-ე მუხლის:

ვ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 37 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, №1.10 დანართის შესაბამისად.“;

ვ.ბ) 11 პუნქტის:

ვ.ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო 12 თვის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავალით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების გარეშე;

ბ) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისათვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავლით, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ერთობლივი შემოსავლით (რომელიც არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით), კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების და წინა წლების ზარალის გამოქვითვის გარეშე;“;

ვ.ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25%-ისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ. შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;“;

ვ.გ) 12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საანგარიშო თვის (ინფორმაციის განმახორციელებლისათვის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო 3 თვის საშუალო მაჩვენებლით;“.

3. დადგენილების №1.6 დანართის (სამედიცინო მომსახურების მიღების პირობები და წესები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 34 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 34 პუნქტით გათვალისწინებული პირი ყოველ მიმდინარე წელს, შესაბამისი მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია, ერთჯერადად და წინასწარ, განმახორციელებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაიხადოს დადგენილი საფასური, რომელიც შეადგენს 240 ლარს და მიიმართება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

2. განმახორციელებელი ამავე დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდგომ უზრუნველყოფს ამ პირთათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებას და ეს პირები შესაბამისი მომსახურების მიღებას შეძლებენ დადგენილების მე-4 მუხლის „კ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

4. დადგენილების №1.8 დანართის (პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მ. შ., ლოჯისტიკის) 2021 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3,000.0 ათას ლარს.“.

5. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.10 (შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა):

„დანართი 1.10

 

შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა

 

1. მომსახურების მოცულობა

ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 37 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ამ დანართით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს კოხლეარული იმპლანტების შესყიდვას.

2. დაფინანსების/განხორციელების მექანიზმი

ა) ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) ამ დანართის პირველი პუნქტის ფარგლებში შესყიდული საქონელი გადაეცემა განმახორციელებელს, რომელიც ამ საქონელს უსასყიდლოდ გადასცემს კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციის მიმწოდებელ დაწესებულებას დაგეგმილი ოპერაციების უზრუნველსაყოფად, საჭირო რაოდენობით. შესყიდული საქონელი არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მ.შ., ლოჯისტიკის) 2021 წლის ბიუჯეტი შეადგენს 1,200.0 ათას ლარს.

3. დამატებითი პირობები

ა) ამ დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონლის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსთან შეთანხმებით;

ბ) წინა წლებში (2014 – 2019) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში გადაცემული კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ვადად განისაზღვროს 2 წელი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

გ) წინა წლებში (2014 – 2019) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში გადაცემული კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ვადად, თუ გადაცემიდან გასულია 2 წელი, განისაზღვროს არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილისა;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები ზრუნვის სააგენტოს 2021 წლის 1 აპრილამდე წერილობით დაუდასტურებენ ნებაყოფლობით მოთხოვნას მათზე უკვე განაწილებული კოხლეარული იმპლანტის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და ნებაყოფლობით დააბრუნებენ საქონელს, ექვემდებარებიან ამავე დანართის ფარგლებში პრიორიტეტულ ბენეფიციარად განსაზღვრას, საერთო წესით მომართვის შემთხვევაში;

ე) თუ კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციარი ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს იმპლანტს (არ ჩაიტარებს კოხლეარულ იმპლანტაციას), ბენეფიციარის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად და კოხლეარული იმპლანტი უბრუნდება ზრუნვის სააგენტოს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს სააგენტოს;

ვ) სააგენტო უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში მიღებული კოხლეარული იმპლანტის გაცემას ამ დანართით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი