„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 06/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016875
19
06/04/2021
ვებგვერდი, 06/04/2021
120340000.22.026.016875
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №19

2021 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის 4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი:120340000.22.026.016266) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“, „ჰ3“ და „ჰ4“ ქვეპუნქტები:

„ჰ) სარდლობის არქივის მართვა;

1) სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამედიცინო საქმიანობის დაგეგმვა და კოორდინაცია;

2) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, ყველა სახის სამედიცინო ქონების, ასევე  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გაცემა და თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მომარაგება, ცენტრალურ საცავებში არსებული სამედიცინო ქონების აღრიცხვა, მათი ხელშეუხებელი მარაგის შექმნა და ვადების კონტროლი, ასევე  სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შემოწმება, კატეგორიის განსაზღვრა და მათი ტექნიკური და მატერიალური მომსახურება;

3) თავდაცვის ძალებში არსებული საბრძოლო მასალების შენახვის საცავების სერტიფიცირება და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მათი მოწყობის ზედამხედველობა;

4) მოთხოვნის საფუძველზე, მობილური სტომატოლოგიური ჯგუფის მეშვეობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სტომატოლოგიური მომსახურება.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები უფლებამოსილნი არიან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, მათ სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიანიჭონ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გამოცემის უფლებამოსილება.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.დ) სარდლობის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ლ“ ქვეპუნქტი:

„ვ.ლ) თავდაცვის ძალებში არსებული საბრძოლო მასალების შენახვის საცავების სერტიფიცირებას და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მათი მოწყობის ზედამხედველობას;“;

გ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“,  „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„უ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, ყველა სახის სამედიცინო ქონების, ასევე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღება, შენახვა, გაცემა და თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მომარაგება, ასევე ცენტრალურ საცავებში არსებული აღნიშნული ქონების აღრიცხვა;

ფ) გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტთან კოორდინაციით, სამედიცინო ქონების ხელშეუხებელი მარაგის შექმნა და მისი შენახვა. მიღებული/დასაწყობებული სამკურნალო საშუალებების ვადების კონტროლი, ასევე  სამედიცინო აპარატურის და ინვენტარის შემოწმება, კატეგორიის განსაზღვრა და მათი ტექნიკური და მატერიალური მომსახურება;

ქ) მოთხოვნის საფუძველზე, მობილური სტომატოლოგიური ჯგუფის მეშვეობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სტომატოლოგიური მომსახურება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი