დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016415 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N23 დადგენილებაში (საკანომდებლო მაცნე, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge. 28.12.2020წ. საიდენტიფიკაციო კოდი 190020020.35.124.016407):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით (ათასი ლარი):
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეშვიდე მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7,489.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლი (კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1,242.9 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლი (მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 619.9 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 21. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები