„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-34/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016862
01-34/ნ
15/04/2021
ვებგვერდი, 16/04/2021
470230000.22.035.016862
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-34/ნ

2021 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2020; სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016824) დამტკიცებულ „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით (ოდენობის მიუხედავად), ან ნაწილობრივ ისარგებლა და აუნაზღაურდა არანაკლებ 1000 ლარი. საჯარო მოსამსახურე დედის მიერ შვებულების ნაწილობრივ სარგებლობისას, თუ მიღებული ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია,  დასაქმებული მშობლისთვის (მამისთვის) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ორივე მშობლისათვის ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.".

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების (დამსაქმებელის) მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაქმებულისათვის დახმარების მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე;

ბ) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების შემთხვევაში-საავადმყოფო ფურცელი (დედნის დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი);

გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;

დ) შვილად აყვანის შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ (დედნის დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი);

ე) დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;

ზ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.“.

3. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეს (ბავშვის მამას) თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ბავშვის მოვლის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამასთან, საჯარო მოსამსახურეს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეებიდან აუნაზღაურდება 90 კალენდარული დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით სრულად. ახალშობილის დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულებიდან შვებულების გარკვეული ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვის მამას ბავშვის მოვლის გამო შვებულება აუნაზღაურდება დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებელი დღეების პროპორციულად, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაქმებული დახმარების მისაღებად წარუდგენს დამსაქმებელს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების შემთხვევაში  - საავადმყოფო ფურცელს, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - ბავშვის დაბადების მოწმობას და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით  და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობისა და მშობიარობის გამო ან/და ბავშვის მოვლის გამო.

2. საჯარო მოსამსახურე შვებულების ანაზღაურების მისაღებად საჯარო დაწესებულებას წარუდგენს საავადმყოფო ფურცელს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობასა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას  ბავშვის დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.

3.  ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში:

ა) დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის მიერ ასეთი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

ბ) საჯარო მოსამსახურე წარუდგენს საჯარო დაწესებულებას კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

4. დასაქმებულისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების დახმარების ანაზღაურების მიზნით, დამსაქმებელი ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს (126/143 კალენდარულ დღეზე), რომელსაც დაფინანსების განაცხადსა და ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

5. დასაქმებულისათვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულების დახმარების ანაზღაურების მიზნით, დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს და ამ წესის მე- 5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

6. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში:

ა) დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით;

ბ) საჯარო მოსამსახურე წარუდგენს საჯარო დაწესებულებას კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე საჯარო დაწესებულებას წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე მშობელზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას, მოცემული მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;

დ) დასაქმებულისათვის დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს და ამ წესის მე- 5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1)  ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამოწმებს  ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა ბავშვის მშობელი, რომელიც ითხოვს დახმარებას, მოქმედი საჯარო მოსამსახურე. ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა (eHRMS).“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დასაქმებულს ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარება არ აუნაზღაურდება, თუ:

ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან გასულია 6 თვე;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების თარიღიდან გასულია 6 თვე;

გ) შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.“;

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საჯარო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ აუნაზღაურდება, თუ

ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან გასულია 6 თვე;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების თარიღიდან გასულია 6 თვე;

გ) შვილად აყვანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. გარდამავალი რეგულირება

1. გარდამავალ პერიოდში დახმარებასთან/შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის გათვალისწინებით.

2. საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ არიან ინტეგრირებულნი სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (eHRMS) და რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად გასცემენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, ვალდებულნი არიან, წარუდგინონ სააგენტოს არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის პირველი სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებითა და შესაბამისი ანაზღაურებით. 

3. სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან (eHRMS) ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების მიზნით, პროცესში ჩართული მონაწილე მხარეები უფლებამოსილნი არიან, გაცვალონ და დაამუშაონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემები, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ამ წესით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.".

მუხლი 2
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოყალიბებული მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოყალიბებული მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 მაისიდან.

 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე