„2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბერის №553 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022756
201
04/05/2021
ვებგვერდი, 05/05/2021
010240010.10.003.022756
„2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბერის №553 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2021 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

„2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბერის №553 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბერის №553  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  04/09/2020, 010240010.10.003.022270) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შეიქმნას 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

1. სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე – საბჭოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – საბჭოს წევრი.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

4.  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საბჭოს წევრი.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.   

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე − საბჭოს წევრი.

7. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

9. საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

10. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

13. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

14. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი.

15. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე − საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი