აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2021
სარეგისტრაციო კოდი
1-1/175
04/05/2021
ვებგვერდი, 13/05/2021
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/175

2021 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 31 მარტის №01/884, 2021 წლის 15 აპრილის №01/1103 და 2021 წლის 15 აპრილის №01/1104 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და  გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ძირითად დამაკავშირებელ გზას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. მონაკვეთის სიგრძე არის დაახლოებით 23 კმ და ხასიათდება რთული გეოგრაფიული და ზამთრის პირობებით. ზამთრის განმავლობაში თოვლის საფარის სიმაღლე ჯვრის უღელტეხილთან აღწევს 3-5 მეტრს. სირთულეს ქმნის არა მარტო თოვლი, არამედ თოვლიანი ქარიშხლები და ზვავები. სწორედ ამიტომ, ზამთრის უმეტეს პერიოდში ჯვრის უღელტეხილი დაკეტილია სატრანსპორტო მოძრაობისთვის. რუსეთის ფედერაციასთან ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდგომ აღნიშნული გზით ინტენსიურად სარგებლობენ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები (თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა), ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები. შედეგად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ავტოტრანსპორტის ინტენსივობამ და ტვირთბრუნვამ. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ჩრდილოეთ-სამხრეთის E-117 საავტომობილო-სატრანზიტო დერეფანს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 და E-70, TEN-T ქსელის Core №etwork-ის საავტომობილო სატრანზიტო დერეფანთან. გზის მშენებლობის შედეგად მკვეთრად გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, საგრძნობლად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება გამტარუნარიანობა, გადაადგილების სიჩქარე და საქართველოზე გამავალი E-60, E-70 და TEN-T ქსელის Core Network-ის კონკურენტუნარიანობა სხვა დერეფნებთან მიმართებაში. პროექტი დაყოფილია ორ ლოტად (ლოტი 1 და ლოტი 2). ლოტი 1 იწყება პკ12+720-ით და მთავრდება პკ22+751-ზე. საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გადის წკერეს გვირაბის პორტალიდან კობის კვეთამდე, სადაც ის უერთდება არსებულ საავტომობილო გზას. აღნიშნული მონაკვეთის მნიშვნელოვანი ელემენტია 9-კილომეტრიანი გვირაბი (გვირაბი №5). ლოტი 1 ითვალისწინებს საავარიო გალერეის მოწყობას გვირაბის პარალელურად, ასევე ტექნიკური შენობების მოწყობას როგორც ჩრდილოეთით ისე სამხრეთ პორტალებში და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ლოტი 2 იწყება პკ0+000-ით და მთავრდება პკ12+720-ზე. ლოტი 2-ის მონაკვეთი ქვეშეთიდან კობამდე მოიცავს ოთხი გვირაბის მშენებლობას, საერთო სიგრძით 2.5 კმ. და 6 ხიდს. აღნიშნული მონაკვეთის ძირითადი ელემენტებია: ქვეშეთის შემოვლითი გზა (სიგრძე – 3.2 კმ); 6 ხიდი (27.8 მეტრიდან 435.28 მეტრამდე სიგრძის); 4 გვირაბი (193.42 – 1 540.64 მეტრი სიგრძის); 5 კვეთი (პკ 0 + 300, პკ 1 + 700, პკ 3 + 100, პკ 7 + 700, პკ 10 + 500); 3 დროებითი საავტომობილო გზა სამშენებლო სამუშაოებისათვის.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით,  მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული

1.   მარინა ნარაიძის (პ/ნ 01001044813), ნათელა ნარაიძის (პ/ნ 01001043865), ნინო ნარაიძის (პ/ნ 01004006803) და ქეთევან ნარაიძის (პ/ნ 01001038197)  თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 71.62.56.502,  წინა ს/კ №71.01.21.105)  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

2.  ნელი ბენიაიძის (პ/ნ 01027085844) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 71.62.53.019, წინა ს/კ 71.01.18.119) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

3.  დავით ზაქაიძის (პ/ ნ 16001025526), ეთერ ამირიძის (პ/ნ 16001027956), ეთერ წიკლაურის (პ/ნ 16001026260), ვეფხვია ზაქაიძის (პ/ნ 16401035289), ზურაბ ზაქაიძის (პ/ნ 01001083188), თეა ზაქაიძის (პ/ნ 01001076575), იოსებ ზაქაიძის (პ/ნ 16001010279), მალხაზ ზაქაიძის (პ/ნ 16001025525), ნათია ზაქაიძის (პ/ნ 16001027465), ნოდარ ზაქაიძის (პ/ნ 16001023183), ოთარ ზაქაიძის (პ/ნ 16001026258) და ხატია ზაქაიძის (პ/ნ 01001082910) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №71.62.56.941 და №71.62.56.942 (წინა ს/კ 71.01.21.073) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში მდებარე, 3283 კვ. მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 71.62.56.502,  წინა ს/კ №71.01.21.105) თანამესაკუთრეები არიან მარინა ნარაიძე (პ/ნ 01001044813), ნათელა ნარაიძე (პ/ნ 01001043865), ნინო ნარაიძე (პ/ნ 01004006803) და ქეთევან ნარაიძე (პ/ნ 01001038197).

დადგენილია, რომ  პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მარინა ნარაიძის, ნათელა ნარაიძის, ნინო ნარაიძის  და ქეთევან ნარაიძის თანასაკუთრებაში  არსებული უძრავი ქონება (ს/კ 71.62.56.502,  წინა ს/კ №71.01.21.105).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენიან-ბეგონში მდებარე, 2 190 კვ. მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 71.62.53.019, წინა ს/კ 71.01.18.119) მესაკუთრეა ნელი ბენიაიძე (პ/ნ 01027085844).

დადგენილია, რომ  პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნელი ბენიაიძის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების ნაწილი 1045  კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ 71.62.53.019, წინა ს/კ 71.01.18.119).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში მდებარე, 1 366 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 71.62.56.941) და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერე-მუღურეში მდებარე, 2 541 კვ. მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 71.62.56.942, წინა ს/კ 71.01.21.073)  თანამესაკუთრეები არიან დავით ზაქაიძე (პ/ნ 16001025526), ეთერ ამირიძე (პ/ნ 16001027956), ეთერ წიკლაური (პ/ნ 16001026260), ვეფხვია ზაქაიძე (პ/ნ 16401035289), ზურაბ ზაქაიძე (პ/ნ 01001083188), თეა ზაქაიძე (პ/ნ 01001076575), იოსებ ზაქაიძე (პ/ნ 16001010279), მალხაზ ზაქაიძე (პ/ნ 16001025525), ნათია ზაქაიძე (პ/ნ 16001027465), ნოდარ ზაქაიძე (პ/ნ 16001023183), ოთარ ზაქაიძე (პ/ნ 16001026258) და ხატია ზაქაიძე (პ/ნ 01001082910).

დადგენილია, რომ  პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავით ზაქაიძის, ეთერ ამირიძის, ეთერ წიკლაურის, ვეფხვია ზაქაიძის, ზურაბ ზაქაიძის, თეა ზაქაიძის, იოსებ ზაქაიძის, მალხაზ ზაქაიძის, ნათია ზაქაიძის, ნოდარ ზაქაიძის, ოთარ ზაქაიძის და ხატია ზაქაიძის თანასაკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების ნაწილი 96  კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ 71.62.56.941) და 138  კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ 71.62.56.942, წინა ს/კ 71.01.21.073).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2021 წლის 23 აპრილის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ წკერეში მდებარე მარინა ნარაიძის (პ/ნ 01001044813), ნათელა ნარაიძის (პ/ნ 01001043865), ნინო ნარაიძის (პ/ნ 01004006803) და ქეთევან ნარაიძის (პ/ნ 01001038197)  თანასაკუთრებაში არსებული 3283 კვ. მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 71.62.56.502,  წინა ს/კ №71.01.21.105).

1.2 დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბენიან-ბეგონში მდებარე ნელი ბენიაიძის (პ/ნ 01027085844)  საკუთრებაში არსებულ 2190 კვ. მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  ნაწილზე 1045  კვ.მ-ზე (ს/კ 71.62.53.019, წინა ს/კ 71.01.18.119).

1.3 დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში მდებარე  დავით ზაქაიძის (პ/ ნ 16001025526), ეთერ ამირიძის (პ/ნ 16001027956), ეთერ წიკლაურის (პ/ნ 16001026260), ვეფხვია ზაქაიძის (პ/ნ 16401035289), ზურაბ ზაქაიძის (პ/ნ 01001083188), თეა ზაქაიძის (პ/ნ 01001076575), იოსებ ზაქაიძის (პ/ნ 16001010279), მალხაზ ზაქაიძის (პ/ნ 16001025525), ნათია ზაქაიძის (პ/ნ 16001027465), ნოდარ ზაქაიძის (პ/ნ 16001023183), ოთარ ზაქაიძის (პ/ნ 16001026258) და ხატია ზაქაიძის (პ/ნ 01001082910)  თანასაკუთრებაში არსებულ 1366 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე 96 კვ.მ -ზე (ს/კ 71.62.56.941).

1.4 დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერე-მუღურეში მდებარე დავით ზაქაიძის (პ/ ნ 16001025526), ეთერ ამირიძის (პ/ნ 16001027956), ეთერ წიკლაურის (პ/ნ 16001026260), ვეფხვია ზაქაიძის (პ/ნ 16401035289), ზურაბ ზაქაიძის (პ/ნ 01001083188), თეა ზაქაიძის (პ/ნ 01001076575), იოსებ ზაქაიძის (პ/ნ 16001010279), მალხაზ ზაქაიძის (პ/ნ 16001025525), ნათია ზაქაიძის (პ/ნ 16001027465), ნოდარ ზაქაიძის (პ/ნ 16001023183), ოთარ ზაქაიძის (პ/ნ 16001026258) და ხატია ზაქაიძის (პ/ნ 01001082910)  თანასაკუთრებაში არსებულ 2 541 კვ. მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე 138  კვ.მ-ზე  (ს/კ 71.62.56.942, წინა ს/კ 71.01.21.073).

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,  №6).