დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 712 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 120070010.22.027.017205 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის, აგრეთვე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120070010.22.038.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ (დანართი №1) 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. სოციალური დაცვის გარანტიები 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით, სამედიცინო მომსახურებითა და ფულადი ანაზღაურებით. 2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგოს ოდენობა განისაზღვრება თვეში 90 ლარის ოდენობით.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების ფორმის (დანართი №2) 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1. სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და დადგენილი ოდენობის ფულადი სარგოთი; ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე; დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.“. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 25 იანვრის №3 ბრძანება. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები