„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480570000.10.003.022769
214
13/05/2021
ვებგვერდი, 14/05/2021
480570000.10.003.022769
„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2021 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2020, 480570000.10.003.021764) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას კლიმატის ცვლილების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი −  საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი −  საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი −  საბჭოს წევრი;  

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი −  საბჭოს წევრი;  

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი −  საბჭოს წევრი;  

ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი −  საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი −  საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი