დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 226 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022781 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022039) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 2022 წლის 1 ივნისამდე ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:“. 3. ტექნიკური რეგლამენტის დანართი IV და დანართი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი IV
ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები კატეგორიებისა და წლების მიხედვით
დანართი V
შეგროვებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების ხელახალი გამოყენებისათვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები კატეგორიებისა და წლების მიხედვით
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები