არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02/43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2021
სარეგისტრაციო კოდი
02/43
31/05/2021
ვებგვერდი, 04/06/2021
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 

ბრძანება №02/43

2021 ლის 3მაისი

ქ. თბილისი 

 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკა/ ქართული გალობა.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4).

 

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                     პაატა გაფრინდაშვილი