დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 661-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016075 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 2281 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი). 2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 2 პარლამენტის წევრზე ნაკლები დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 11 ივნისი 2021 წ. N661-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები