შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/3-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი
06/3-რ
09/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეი“-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

სსიპ  – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/3-რ

2021 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის  40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-7 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის  102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და შპს „დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერ სიჯიეის“ შორის დადებული „კომუნიკაციის ელექტრონული ფორმის გამოყენების შესახებ“ 2021 წლის 25 თებერვლის შეთანხმებისა და  შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერ სიჯიეის“ 2021 წლის 31 მაისის წერილობითი განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:

1. გაუქმდეს შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერ სიჯიეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405367044, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012050) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს შპს „დაზღვევისა და გადაზღვევის ბროკერი სიჯიეის“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში).

4. ეს ბრძანება სადაზღვევო ბროკერისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება კომუნიკაციის ელექტრონული ფორმის გამოყენების    თაობაზე  შეთანხმებით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე სამსახურის მიერ გაგზავნის დღეს.

5. ბრძანების გაგზავნა დაევალოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

6. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

7. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსის  მოველეობის

შემსრულებელი   ირაკლი თუთარაშვილი