ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კომპოზიტორის ალექსანდრე შავერზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კომპოზიტორის ალექსანდრე შავერზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/06/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016622
257
15/06/2021
ვებგვერდი, 23/06/2021
000000000.00.101.016622
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კომპოზიტორის ალექსანდრე შავერზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  257

 2021 წლის  15 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან მდებარე

უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის კომპოზიტორის

ალექსანდრე შავერზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს მიენიჭოს კომპოზიტორის ალექსანდრე შავერზაშვილის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი #64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე