დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ სააღსრულებო ინისტრი სამმართველოს დებულებაში დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 02/02/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.030.000.11.106.004.626 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.11.106.004.626
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №50
2001 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებაში დამატების შეტანისა შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების ატრიბუტიკა
სამმართველოსა და მის ტერიტორიულ ორგანოებს გააჩნიათ ბეჭდები სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი დასახელებით და ბლანკიანი ფურცელი.”.
ბ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები “და პირადნომრიანი ლუქი”.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები