„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016463
25
28/06/2021
ვებგვერდი, 30/06/2021
300300000.16.009.016463
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №25

2021 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მომსახურების საფასური:

მ.ა) თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში – ქვითარში ასახული საფასური, რომელიც მოიცავს მიწოდებული ელექტროენერგიის ფასს, კომისიის მიერ დადგენილ გადაცემისა და განაწილების ტარიფებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს; აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით დადგენილ სხვა გადასახდელებს;

მ.ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების შემთხვევაში  ქვითარში ასახული საფასური, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებლის ტარიფს (კომისიის მიერ დადგენილი მიწოდების, გადაცემისა და განაწილების ტარიფების ჯამი), საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესებით დადგენილ სხვა გადასახდელებს.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიწოდების ფასის ან/და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“;

გ) მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომხმარებელი მიწოდების ფასის, აგრეთვე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში  პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის თაობაზე თავისუფალ მიმწოდებელს თანხმობას წარუდგენს წერილობით, რაც მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობით გაგრძელების წინაპირობაა. მომხმარებლის მიერ წერილობითი თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში, თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე, მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით, მიწოდების შეწყვეტის საფუძვლის მითითებით.

5. თუ მიწოდების ხელშეკრულების პირობების ცვლილება გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით, მათ შორის, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ცვლილებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღისა.“;

დ) მე-16 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს კომისიის მიერ განსაზღვრულ ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ადმინისტრატორს (შემდგომში  ადმინისტრატორი), იგი ვალდებულია, უზრუნველყოს ადმინისტრატორთან შესაბამისი მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების დადება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“;

ე) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის:
ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1 ქვეპუნქტი:

„ბ1) უძრავი ქონების საკადასტრო კოდს;“

ე.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამ წესების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;“;

ვ) 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იქონიოს, სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს უნივერსალური მომსახურების მიწოდებას;“;

ზ) 30-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომხმარებელი აღარ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც უფლებამოსილია, ისარგებლოს უნივერსალური მიწოდების მომსახურებით;“;

თ) 43-ე მუხლის:
თ.ა) პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) უზრუნველყოს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის მომხმარებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტის გადაცემა შესაბამისი მიმწოდებლისათვის ან უარი განაცხადოს მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისათვის წარდგენილი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე და ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე აცნობოს მომხმარებელს;

ბ.ბ) უზრუნველყოს მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით არსებული თანხის გადაცემა შესაბამისი მიმწოდებლისთვის, მომდევნო დარიცხვის პერიოდზე/პერიოდებზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გასათვალისწინებლად.“;

თ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, თუ არ არსებობს დეპოზიტის წარდგენის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს და მოითხოვოს დეპოზიტის დაბრუნება. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დეპოზიტის შენახვა მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენამდე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ მოითხოვს დეპოზიტის დაბრუნებას მომდევნო ანგარიშსწორებამდე, მიმწოდებელი უზრუნველყოფს დეპოზიტის ასახვას მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით და გაითვალისწინებს მომდევნო ანგარიშსწორებისას. მომხმარებელი უფლებამოსილია, შესაბამის მიმწოდებელს მოსთხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით.“;

ი) 45-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე მუხლი:

„მუხლი 46. ქვითრის ფორმის დამტკიცება

კომისია ქვითრის ფორმის დამტკიცებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა.“.

2. დადგენილების მე-2-მე-4-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების და 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან.

3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“:

ა) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან და გავრცელდეს 2022 წლის 18 დეკემბრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესულ დანადგარებზე ან გაზრდილ სიმძლავრეზე;

ბ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან;

გ) 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.“.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი