დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 317 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022872 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2020, 300160070.10.003.021794) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ფიზიკური პირის მიერ, 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის მანქანა-დანადგარებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X დანართით გათვალისწინებული ისეთი მანქანა-დანადგარის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დადასტურებული „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს დანართი X და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. |
|
„დანართი X
|
მანქანა-დანადგარების ნუსხა
|
“.
|
დოკუმენტის კომენტარები