“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამის დამტკიცების შესახებ”

  • Word
“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 16/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.004.694
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
45
13/03/2001
სსმ, 24, 16/03/2001
190.040.000.11.117.004.694
“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/03/2001 - 14/02/2006)

სახელმწიფო სარეგისრაციო კოდი 190.040.000.11.117.004.694

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №45

2001 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპატარის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდბის სრულყოფილად და მაღალკვალიფიციურად ჩატარების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამები:

ა) ზოგადი პროგრამა სამინისტროს ყველა მოხელისათვის (დანართი 1);

ბ) საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 2);

გ) ფინანსური და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 3);

დ) შემოსავლების დაგეგმვისა და ფინანსური სტატისტიკის დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 4);

ე) სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 5).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

დანართი 1

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა სამინისტროს ყველა მოხელისათვის

1. ფინანსები და საფინანსო სისტემა. ფინანსების არსი. ფინანსების ფუნქციები. ფინანსების როლი და პრინციპები. ფინანსები და გაფართოებული კვლავწარმოება. ფინანსური პოლიტიკის არსი და პრინციპები. ფინანსური პოლიტიკის თანამედროვე თავისებურებანი საქართველოში. საქართველოს საფინანსო სისტემა. სახელმწიფო და საწარმოთა ფინანსები. საწარმოთა ფინანსების არსი. საწარმოთა დაფინანსება და დაკრედიტება. საწარმოთა მოგება და რენტაბელობა. საწარმოთა გაკოტრების საქმეთა წარმოება. ტერიტორიული ერთეულების ფინანსები.

2. საბიუჯეტო სისტემა. ბიუჯეტის არსი და მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებები. საქართველოს საბიუჯეტო მოწყობა. საბიუჯეტო მოწყობის პრინციპები. ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობები. საბიუჯეტო კლასიფიკაცია. სახელმწიფო და ცენტრალური ბიუჯეტების შემოსავლები და ხარჯები. ადგილობრივი (ტერიტორიული ერთეულების) ბიუჯეტები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები. ბიუჯეტების დეფიციტი და მისი დაფინანსების წყაროები. საქართველოს საგადასახადო სისტემა. საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები. ადგილობრივი გადასახადები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა და მართვა. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი მიმართულებები. ხარჯების განაწილების პრინციპები. ბიუჯეტის კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები. სპეციალური სახელმწიფო ფონდები. საბიუჯეტო კანონმდებლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: ფუნქციები და უფლებები. ადგილობრივი საფინანსო ორგანოები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ფიანსური კონტროლის სუბიექტი.

3. საბანკო სისტემა. საბანკო სისტემა და მისი განვითარება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში. საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილი ქვეყნის საბანკო სისტემაში: ფუნქციები და ამოცანები. კომერციული ბანკები, როგორც საბანკო სისიტემის ძირითადი რგოლი. კრედიტის არსი და ფუნქციები.

4. დაზღვევა. დაზღვევის არსი და მნიშვნელობა. დაზღვევის ფორმები. პირადი დაზღვევა. ქონების დაზღვევა. პასუხისმგებლობის დაზღვევა. სოციალური დაზღვევა. სამეწარმეო რისკების დაზღვევა და გადაზღვევა.

5. ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების სახეები და მათი კლასიფიკაცია. სახელმწიფო სახაზინო ქაღალდები. კომერციული ფასიანი ქაღალდები. სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები.

6. ფინანსური კონტროლი. ფინანსური კონტროლის არსი და ფუნქციები. ფინანსური კონტროლის ფორმები და მეთოდები. სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ფუნქციები და ამოცანები. არასახელმწიფო ფინანსური კონტროლი.

დანართი 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფოს ეკონომიკური როლი და ფუნქციები. სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრება. სახელმწიფო ფინანსების არსი და ფუნქციები. ფინანსების სახელმწიფო რეგულირება. საბიუჯეტო პოლიტიკა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების შემუშავება. ბიუჯეტის დამოუკიდებლობა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ზოგადი დახასიათება. ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის ურთიერთდამოკიდებულება საფინანსო სისტემის სხვა ელემენტებთან. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა და დამტკიცება. საბიუჯეტო რეგულირება. საგანგებო ბიუჯეტი. ბიუჯეტის შესრულება. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი (შემოსავლები-ხარჯები). სპეციალური სახელმწიფო ფონდების არსი და მათი შექმნის წესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება.

2. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. საბაჟო გადასახადი. საერთო-სახელმწიფო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები. არასაგადასახადო შემოსავლები, მოსაკრებლები, სპეციალური შემოსავლები და სხვა. სახელმწიფო ქონების და ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან შემოსავალი. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების წმინდა მოგება, მისი განაწილება. დივიდენდები და პროცენტები. საბიუჯეტო სესხი. გრანტები. ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვა და პროგნოზირება.

3. საქართველოს ბიუჯეტის ხარჯები და მისი მართვა. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი სახეები და მათი სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ბიუჯეტის ხარჯების დაგეგმვა. სახელმწიფო მმართველობითი ხარჯების დაგეგმვა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხარჯების დაგეგმვა. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაზღვევის და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების დაგეგმვა. თავდაცვის და სამართალდამცველი ორგანოების ხარჯების დაგეგმვა. რეალური სექტორის ხარჯები. სარეზერვო და სხვა სპეციალური ფონდები.

4. საბიუჯეტო დეფიციტი და პროფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროები. ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი საშუალებები. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის წესი. სეკვესტრის მექანიზმი, მისი განხორციელების უფლებამოსილი ორგანოები. საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთანუსხები, მათი სახეები, შედგენისა და შესრულების თავისებურებანი. საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთი და მისი გამოყენების წესი. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების განწერა. ხარჯების ლიმიტირება.

5. რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და ფინასები. რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის არსი, მნიშვნელობა და ამოცანები. საქართველოს რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები. სახელმწიფო და მუნიციპალური (ადგილობრივი) საკუთრება, როგორც ტერიტორიული ერთეულების ფინანსების ფორმირების წყარო. ტერიტორიული ერთეულების ფინანსების არსი, ფუნქციები და თავისებურებანი. ტერიტორიული საფინანსო პოლიტიკა. ტერიტორიული საინვესტიციო პოლიტიკა.

6. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (ადგილობრივი) ბიუჯეტები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების არსი და მნიშვნელობა. ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საბიუჯეტო მოწყობა და მისი პრინციპები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამართლებრივი საფუძვლები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ურთიერთობა სხვა ბიუჯეტებთან. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალი და ხარჯები. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა, დამტკიცება, რეგისტრაცია, შესრულების კონტროლი, ანგარიშგება და ანალიზი. დამტკიცებულ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისა და სეკვესტრის მექანიზმის განხორციელების წესი.

7. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლები. სახელმწიფო გადასახადებიდან და შემოსავლებიდან ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალები საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან. დღგ აქციზი. საბაჟო გადასახადი. მოგების გადასახადი. საშემოსავლო გადასახადი. მიწის გადასახადი. ქონების გადასახადი. ქონების გადაცემისათვის გადასახადი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი. გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის. ადგილობრივი გადასახადები. სახელმწიფო ბაჟი. ადგილობრივი მოსაკრებლები. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაში (გამგებლობაში) არსებული ქონებით ან ასეთი ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები. როიალტი. საბიუჯეტო სესხი, აგრეთვე დეპოზიტის, ვექსილისა და სხვა პროცენტები (სარგებელი). შემოსავალი მიღებული და გაცემული სესხის დაბრუნებიდან. სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსავალი. შემოსავალი გრანტებიდან და ტრანსფერტებიდან. ფიზიკურ პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულიბის სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავალი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი. შემოსავალი ადმინისტრაციული ჯარიმებიდან. სპეციალური (ბიუჯეტგარეშე) შემოსავალი. საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზრვრული ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) კუთვნილი სხვა არასაგადასახადო შემოსავლები.

8. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები. ხარჯების ძირითადი მიმართულებები და სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. პრიორიტეტული და დაცული მუხლების ხარჯების განსაზღვრის წესი. განათლების ხარჯები. ჯანმრთელობის დაცვის (მუნიციპალური პროგრამების) ხარჯები. სოციალური დახმარებები და სხვა ანალოგიური ხარჯები. კულტურისა და სპორტის ხარჯები. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხარჯები. წვევანდელთა გაწვევის სამედიცინო და სხვა მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები. სამხედრო განყოფილებების (კომისარიატების) და სახელმწიფო პოლიციის მომსახურების ხარჯები. მუნიციპალური პოლიციის ხარჯები. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვის ხარჯები. ვეტერინარული ღონისძიებების დაფინანსება. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ხარჯები. არქივის ხარჯები. სამხარეო, სარეზერვო და სხვა სპეციალური ფონდები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებზე მყოფი დაწესებულებებიდან მიღებული სპეციალური შემოსავლების ფარგლებში დასაფინანსებელი მიზნობრივი ხარჯები. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შემავალი სხვა ხარჯები.

ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის მინიმალური ხარჯები. ერთი აღსაზრდელის (სტუდენტის, მოსწავლის, ბავშვის) შენახვის ფინანსური ნორმატივები. სახაზინო მომსახურების პრინციპები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების დაგეგმვა.

დანართი 3

პროგრამა ფინანსური და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. ფინანსური პოლიტიკა. ფინანსური პოლიტიკის საფუძვლები. საბიუჯეტო პოლიტიკა. საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები და მისი ინსტრუმენტები. გადასახადების მულტიპლიკატორი. ფისკალური პოლიტიკა. ეკონომიკის ჩართული სტაბილიზატორები. გადასახადის სახეები და მათი კლასიფიკაცია. მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების მეთოდები და მოდელები.

2. საგადასახადო პოლიტიკა. საქართველოს საგადასახადო სისტემა. დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი. საშემოსავლო და მოგების გადასახადები. საწარმოთა ქონების გადასახადი. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი. მიწის გადასახადი. გადასახადი ქონების გადაცემისათვის. სოციალური გადასახადები. გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის. გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის. საგზაო ფონდის გადასახადები. ადგილობრივი გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის პრობლემები. საგადასახადო პოლიტიკის უცხოური გამოცდილება. საგადასახადო სამართალი და მისი დაცვის პრობლემები.

3. საბაჟო პოლიტიკა. საქართველოს საბაჟო კოდექსის ძირითადი ელემენტები. საბაჟო სისტემა. საბაჟო რეჟიმი. საბაჟო ტარიფი. საბაჟო გადასახადი. საბაჟო გადასახადის სახეები. ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადი. სეზონური საბაჟო გადასახადი. განსაკუთრებული საბაჟო გადასახადი და მისი გადამხდელები. საბაჟო გადასახადის დაბეგვრის ობიექტი. საქონლის საბაჟო ღირებულება. საბაჟო გადასახადის განაკვეთები. მსუბუქი ავტომობილების იმპორტის საბაჟო გადასახადით დაბეგვრა. თამბაქოს იმპორტის საბაჟო გადასახადით დაბეგვრა. სატარიფო შეღავათები. ანტიდემპინგური გადასახადი. გრანტით მიღებული საქონლის საბაჟო დაბეგვრა. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმი. საბაჟო რეჟიმის შერჩევა და შეცვლა. საბაჟო გაფორმება: გამარტივებული და პრიორიტეტული წესები. საბაჟო დეკლარაცია. საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის პრობლემები. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში გაწევრიანებით განსაზღვრული საქართველოს ვალდებულებები და უფლებები.

4. ინვესტიციები და საინვესტიციო პოლიტიკა. დაგროვებისა და ინვესტიციების არსი. საინვესტიციო პოლიტიკა. სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები. უცხოური ინვესტიციები. გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებანი. კაპიტალის ფასი. კაპიტალის დაბანდების არჩევანის კრიტერიუმები. ინვესტიციური პროექტის ფულადი ნაკადის ანალიზი. რისკის ანალიზი კაპიტალურ დაბანდებათა ბიუჯეტის ფორმირებისას. კაპიტალურ დაბანდებათა ოპტიმალური ბიუჯეტი. ინვესტიციური პროექტების შეფასების კრიტერიუმები. ინვესტიციური პროექტების ანალიზი ინფლაციის პირობებში.

დანართი 4

პროგრამა შემოსავლების დაგეგმვისა და ფინანსური სტატისტიკის დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. მაკროეკონომიკა. მაკროეკონომიკის არსი და მნიშვნელობა. მაკროეკონომიკური პოლიტიკა. მაკროეკონომიკური მეთოდები და მოდელები. წლიური ნაკადის მოდელი – „გაჟონვა“ და „ინექცია“. მაკროეკონომიკური წონასწორობა და მისი ზოგადი პირობები. მაკროეკონომიკური თეორია და ეკონომიკური პოლიტიკა. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი და ეროვნული შიდა პროდუქტი. ფასების და ინფლაციის მაჩვენებლები. ძირითადი მაკროეკონომიკური ტოლობა. ნომინალური და რეალური მაჩვენებლები. ფასების ინდექსი. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა. სახელმწიფოს მაკროეკონომიკური უსაფრთხოება. მაკროეკონომიკური არასტაბილურობა. ეკონომიკური ციკლები. უმუშევრობა. ინფლაცია. ერთობლივი მოთხოვნის და ერთობლივი მიწოდების მოდელი. მაკროეკონომიკური წონასწორობა სასაქონლო-ფულად ბაზარზე. შემოსავლების და გასავლების კეინსური მოდელი. მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების მეთოდები და მოდელები. საქართველოს ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა დინამიკა. ეკონომიკური ზრდის თეორიები და მოდელები. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, მათი სახეების პროგნოზირება და დაგეგმვა.

2. ფისკალური ანალიზი. მონიტორინგი და პროგნოზირება. ფისკალური ანალიზის მეცნიერული საფუძვლები. ფისკალური ანალიზის მიზანი. ფისკალური ანალიზი და დაგეგმვა. ფისკალური ანალიზის მათემატიკური ინსტრუმენტარი. ფისკალური ანალიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა. ფინანსური მონიტორინგის არსი და მიზანი. მონიტორინგის ფორმები და მეთოდები. მონიტორინგის ეფექტიანობის შეფასება. პროგნოზირების არსი და ამოცანები. ფისკალური პროგნოზირების მეთოდების სისტემა. პროგნოზირების მეთოდების შერჩევა. პროგნოზირების წინაშე არსებული ინფორმაციული და მეთოდოლოგიური პრობლემები და მათი დაძლევის ძირითადი მიმართულებანი.

3. ფინანსური სტატისტიკა, კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფა. ფინანსური სტატისტიკის არსი და დანიშნულება. ფინანსური სტატისტიკის ორგანიზაცია. ფინანსური სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემა. ფინანსური სტატისტიკის დაკვირვების სფერო. ფინანსური, საბიუჯეტო და საგადასახადო სტატისტიკის როლი. ფინანსური სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, დამუშავება, გადაცემა და შენახვა. სტატისტიკური ანგარიშების სახეები და შედგენის პერიოდულობა. სახელმწიფო ფინანსური სტატისტიკის მოცვის არეალი. სახელმწიფო სექტორის ორგანოები. ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციები და სპეციალური ფონდები. სახელმწიფო ბიუჯეტის და არასაბიუჯეტო სახელმწიფო ფონდების სტატისტიკა. ფასების და ინფორმაციის სტატისტიკა. საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა. სავალდებულო სტატისტიკა. სახელმწიფო ფინანსური სტატისტიკის კლასიფიკაცია. ბიუჯეტის შემოსავლები და მიღებული ოფიციალური ტრანსფერტები (გრანტები), ხარჯები, დაფინანსების წყაროები და ვალი. სახელმწიფო ფინანსური სტატისტიკის კავშირი ფულად-საბანკო სტატისტიკასთან, საგადასამხდელო სტატისტიკასთან და ეროვნულ ანგარიშთა სისტემასთან. ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური ინფორმაციის სახეები. ფინანსური სტატისტიკის მონაცემთა დამუშავების და წარდგენის პრობლემები. ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების კლასიფიკაცია. შემოსავლების და ხარჯების კონსოლიდირება სხვადასხვა საბიუჯეტო დონეზე. სახელმწიფო მართვის სექტორი ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში.

დანართი 5

პროგრამა სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. საწარმოთა ეკონომიკა და ფინანსები. საწარმო საბაზრო ეკონომიკის პირობებში. წარმოების ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობა.  საწარმოთა საქმიანობის პროგნოზირება. საწარმოთა ძირითადი საშუალებების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების კონსერვაციის დროებითი წესი. ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია, ინვესტიციური საქმიანობა სამრეწველო საწარმოებში. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების ეკონომიკური ეფექტიანობა. საწარმოთა მართვის ეკონომიკური მექანიზმი. მოგება. რენტაბელობა. იჯარა. ლიზინგი. ფრანჩაიზინგი. საწარმოთა ფინანსები: არსი, ფუნქციები, პრინციპები. საწარმოთა დაფინანსების და დაკრედიტების ორგანიზაცია, ფორმები და მეთოდები. საწარმოთა ფულადი კაპიტალი: დაგეგმვა და ფინანსური სტატისტიკა. რეალური სექტორის საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკა, ბიუჯეტთან ურთიერთობა. რეალური სექტორის სუბსიდირება. სამეურნეო საქმიანობის ფინანსური ანალიზი. სამეწარმეო საქმიანობის ფორმები. საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის ანალიზი.

2. სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკა. სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის მიზანი და ამოცანები. სადივიდენდო პოლიტიკა და აქციების კურსის რეგულირება. სადივიდენდო პოლიტიკის საფუძვლები. ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ სადივიდენდო პოლიტიკას. დივიდენდის წყაროები. დივიდენდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. დივიდენდის რეინვესტირება. დივიდენდების გადახდა აქციებით. გაკოტრების საქმეთა წარმოების წესი. გაკოტრების რეგულირება. გაკოტრების პროცედურა, გაკოტრების კრიტერიუმები. პრივატიზაციის ფინანსური ასპექტები.

3. საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია და სახელმწიფო სესხების მართვა. საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს კანონი: კანონის მიღების მიზანი. ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. რესტრუქტურიზაციის საკითხის განსახილველად წარმოსადგენი დოკუმენტაცია. რესტრუქტურიზაციის გეგმა. საწარმოს ვალდებულებები რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობებში. სახელმწიფო სესხები: დაფინანსების წყაროები. სახელმწიფო სესხების მართვის პრობლემების დარეგულირების საკანონმდებლო ბაზა: სასესხო ვალდებულებების დაფარვის გარანტიები.

4. არასაგადასახადო შემოსავლები. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების თაობაზე მოქმედი საკანონმდებლო ბაზა: საქართველოს კანონები მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ, საბაჟო მოსაკრებლების შესახებ, სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ, სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, ხე-ტყის ნედლეულის საექსპორტო-სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ, მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის შესახებ, საკონსულო მოსაკრებლის შესახებ, მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ. შემოსავალი სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და იჯარიდან. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავალი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი. დივიდენდები. შემოსავალი სახელმწიფო მარაგების გაყიდვიდან. როიალტი. სახელმწიფო სესხის, დეპოზიტის, ვექსელისა და სხვა პროცენტებიდან შემოსავალი. შემოსავალი არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან. გრანტები. შემოსავალი ადმინისტრაციული ჯარიმებიდან. შემოსავალი კონფისკებული და უპატრონო ქონებიდან. შემოსავალი შემოწირულობებიდან. სპეციალური შემოსავლები. შემოსავალი გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოსესხებიდან და მისი დაბრუნების წესი.