დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 746 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170020000.22.027.017237 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №581 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ნოტარიუსი უფლებამოსილია დანიშნოს შემცვლელი პირი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლითა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით და ამის შესახებ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ (გარდა სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიისა) სანოტარო მოქმედების შესრულება შესაძლებელია, თუ მომსახურების მიღება დაინტერესებული პირისთვის გადაუდებლად აუცილებელია და მას ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია სანოტარო ბიუროში მისვლა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების/გაცემული რეკომენდაციების დაცვა.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ნოტარიუსი ვალდებულია იმუშაოს კვირაში არანაკლებ ხუთი დღე. ნოტარიუსი სანოტარო ბიუროში მუშაობას იწყებს არაუგვიანეს 11:00 საათისა. სანოტარო ბიუროში, სამუშაო დღის განმავლობაში, ნოტარიუსმა მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 7 საათისა. თუ ნოტარიუსი მეძუძური დედაა ან მას ჰყავს შვილი/ნაშვილები, რომელიც 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანია ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ან/და ჰყავს მასთან მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას, ნოტარიუსი უფლებამოსილია მომსახურება გასწიოს დღეში არანაკლებ 6 საათისა. თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს, იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო იმ პირობით, რომ მან მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 4 საათისა. ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია დასვენების დღეს - შაბათს უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა იმ დასახლებებისა, სადაც დანიშნულია და მუშაობს მხოლოდ ერთი ნოტარიუსი) მოქალაქეთათვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა, რისთვისაც ადგენს შაბათ დღეს მომუშავე ნოტარიუსთა სამუშაო გრაფიკს. ნოტარიუსი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებული არიან უზრუნველყონ ნოტარიუსთა სამუშაო გრაფიკის (სამუშაო დღეების, სამუშაო დროის დაწყების და დასრულების) შესახებ სრული ინფორმაციის მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობა.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები