„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.022917
362
21/07/2021
ვებგვერდი, 22/07/2021
120200010.10.003.022917
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №362

2021 წლის 21 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლის:

1. მე-7 პუნქტის:

ა) „ბ.გ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსები;“;

„ბ.ვ) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი, შტაბის უფროსი, სამსახურის უფროსი, სპორტული ღონისძიებების სამსახურის საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ზ) გენერალური შტაბის სერჟანტი;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ“ ქვეპუნქტი:

„ე.ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების სერჟანტები;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის:

ვ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ვ.ბ) შტაბის უფროსი – სარდლის მოადგილე;

ვ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

ვ.დ) ბაზისა და ცენტრის უფროსები;

ვ.ე) სარდლობის სერჟანტი;

ვ.ვ) ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) სერჟანტი;

ვ.ზ) ლოჯისტიკის ცენტრის (დასავლეთი) სერჟანტი;“;

ე) „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ვ“ − „ზ.ი“ ქვეპუნქტები:

„ზ.ვ) საერთო საჯარისო ცენტრის სერჟანტი;

ზ.ზ) ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერჟანტი;

ზ.თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი;

ზ.ი) უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტი;“;

ვ) „თ.ა“, „თ.დ“ – „თ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) მეთაური და მეთაურის მოადგილე;“;

„თ.დ) ბატალიონისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;

 თ.ე) სპეციალური დანიშნულების ასეულის, რეინჯერთა ასეულისა და საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეულის მეთაური;

თ.ვ) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სკოლის მეთაური/სკოლის მეთაური-ინსტრუქტორ-პარაშუტისტი და მებრძოლ მყვინთავთა მომზადების კურსის უფროსი;“;

ზ) „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.თ“ – „თ.კ“ ქვეპუნქტები:

„თ.თ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) სერჟანტი;

თ.ი) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სერჟანტი;

თ.კ) სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) სერჟანტი;“;

თ) „ი.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ზ) სარდლობის სერჟანტი;“;

ი) „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.თ“ ქვეპუნქტი:

„ი.თ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადის სერჟანტი;“;

კ) „კ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.ე) სარდლობის სერჟანტი;“;

ლ) „კ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ.ვ“ – „კ.ლ“ ქვეპუნქტები:

„კ.ვ) პირველი ქვეითი ბრიგადის სერჟანტი;

კ.ზ) მე-2 ქვეითი ბრიგადის სერჟანტი;

კ.თ) მე-3 ქვეითი ბრიგადის სერჟანტი;

კ.ი) მე-4 მექანიზებული ბრიგადის სერჟანტი;

კ.კ) მე-5 საარტილერიო ბრიგადის სერჟანტი;

კ.ლ) მე-6 საარტილერიო ბრიგადის სერჟანტი.“.

2. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის:

ა) რექტორი;

ბ) რექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე;

გ) რექტორის მოადგილე − შტაბის უფროსი;

დ) კოლეჯის მეთაური;

ე) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური;

ვ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი;

ზ) უმაღლესი სამეთაურო სკოლის მეთაური;

თ) სწავლების მხარდამჭერი ცენტრის მეთაური;

ი) სერჟანტი.“.

3. მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სერჟანტი.“.

4. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრის, უმაღლესი ოფიცრისა და მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი