„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 877-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.020381
877-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
260000000.05.001.020381
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში − შემდეგ მონაცემებს:

ზ.ა) კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელოვანი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას;

ზ.ბ) იმ ფასიანი ქაღალდების მფლობელების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც განსაკუთრებული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, და ამ უფლების აღწერას;

ზ.გ) ხმის მიცემის უფლების განხორციელების შეზღუდვის (კერძოდ, გარკვეული პროცენტის ფასიანი ქაღალდების ან ხმის რაოდენობის მფლობელებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის) შესახებ ინფორმაციას;

ზ.დ) მმართველობითი ორგანოს წევრთა დანიშვნასა და შეცვლასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე წესდების ცვლილების შესახებ ინფორმაციას;

ზ.ე) მმართველობითი ორგანოს წევრთა უფლებამოსილებების შესახებ ინფორმაციას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N877-Vრს-Xმპ