„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022944
389
02/08/2021
ვებგვერდი, 02/08/2021
470230000.10.003.022944
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №389

2021 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 23-ე მუხლს 36-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 პუნქტი:

„361. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ, დადგენილი წესით, ადგილი აქვს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ფილიალის/შვილობილის მობილიზაციას ვაქცინაციის მიზნებისათვის, ასეთი დაწესებულება უფლებამოსილია, სერვისის უწყვეტობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მობილიზებული ერთეულის მიხედვით უკვე აღრიცხული მოსარგებლეების გეგმური ამბულატორიული მომსახურება გააგრძელოს სხვა ფილიალის/შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ამ მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმახორციელებელს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი