„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-67/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016893
01-67/ნ
03/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
470230000.22.035.016893
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №0 1-67/ნ

2021 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/02/2021; 470230000.22.035.016839)  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი) მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სკამი პაციენტისთვის, სამედიცინო ტახტი (2 ან მეტი ვაქცინაციის კაბინეტის შემთხვევაში, საჭიროა სულ მცირე ერთ კაბინეტში, შესაბამისი საჭიროების მქონე ვიზიტორებისთვის გამოსაყენებლად);“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვაქცინაციის ექიმმა (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი - სპეციალისტი) ვაქცინაციისთვის მისულ პირს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინისთვის სპეციფიური უკუჩვენებების, გაფრთხილებების, გვერდითი მოვლენების შესახებ, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები, წინა შეფასების კითხვარის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება აცრის ჩატარების ან არჩატარების შესახებ, აგრეთვე, ობსერვაციის/დაკვირვების სივრცეში ვაქცინირებულ პირზე დაკვირვების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით;“.

2. 2 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო  mRNA  ვაქცინა Comirnaty  კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

 

 უკუჩვენებები

ალერგიული რეაქცია ვაქცინის აქტიური სუბსტანციების ან სხვა ინგრედიენტების მიმართ

დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება 

COVID - 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID - 19  ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე)

 

 

გაფრთხილება       

ორსულობა, ძუძუთი კვება

გაქვთ  იმუნური სისტემის პრობლემა, მაგალითად, აივ-ინფექციის გამო, ან იღებთ ისეთ მედიკამენტს (მაგ., კორტიკოსტეროიდს), რომელიც ზეგავლენას ახდენს თქვენს იმუნურ სისტემაზე

ანამნეზში დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია  ან სუნთქვის გაძნელება ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე ან  გულის წასვლა ინიექციის შემდეგ  

სისხლდენასთან და სისხლჩაქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, მკურნალობა  სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით.

სხვა

 აცნობეთ სამედიცინო პერსონალს თუ  მიგიღიათ, იღებთ ან აპირებთ მიიღოთ  რომელიმე მედიკამენტი, ან ახლო წარსულში მიღებული გაქვთ რომელიმე სხვა ვაქცინა. COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო, რეკომენდებულია მინიმუმ 14-დღიანი ინტერვლის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის  და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19 ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე

                                                                                                                                                               .“.

3. N3 დანართის (COVID -19 - ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca საინიექციო ხსნარი) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

უკუჩვენებები

 ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის რომელიმე აქტიური ნივთიერების ან ვაქცინის სხვა კომპონენტის მიმართ

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება

ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HITT ან HIT type 2)

გავრცობილი ვენური და/ან არტერიული თრომბოზი თრომბოციტოპენიის ფონზე, რომელიც განვითარებული იყო        COVID-19-ის  ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, AstraZeneca/Oxford ვაქცინით მეორე დოზა არ კეთდება

 კაპილარული გაჟონვის სინდრომი (CLS)

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (380 C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება

COVID - 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID - 19  ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე)

 

გაფრთხილება

სისხლდენის ან სისხლჩაქცევის პრობლემები ან იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (ანტიკოაგულანტები)

თუ წარსულში ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე

თუ გაქვთ იმუნური სისტემის  პრობლემა (იმუნოდეფიციტი), ან ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (მაგ., მაღალი დოზის კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები, ან სიმსივნის სამკურნალო საშუალებები);

ორსულობა, ძუძუთი კვება

სხვა

აცნობეთ სამედიცინო პერსონალს თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი ან ვაქცინა COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო რეკომენდებულია მინიმუმ 14-დღიანი ინტერვლის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19  ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე

 

 

4. N41 დანართის (COVID - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,5. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

 

 

უკუჩვენებები

ალერგიული რეაქცია ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე,

მეორე დოზა არ კეთდება; აცრა არ კეთდება, თუ პირველი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა არასასურველი რეაქცია ნერვული სისტემის მხრიდან;

ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადრე მიღებულ ვაქცინაზე (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და სხვა);

არაკონტროლირებადი ეპილეფსია ან სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება და ისტორიაში გიენ-ბარეს სინდრომი

სერიოზული ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადია, ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს ნებისმიერ დროს

ორსულობა, ძუძუთი კვება

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ქრონიკული დაავადების გამწვავება

COVID - 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID - 19  ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე)

იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID - 19  აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით,

გაფრთხილება

 

სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა  ან სისხლის შედედების დარღვევა, რაც შესაძლებელია ინტრამუსკულარული ინექციისას   გახდეს სისხლდენის მიზეზი.

იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა (როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, ნეფროზული სინდრომი, შიდსი, და ა.შ.). რადგან მწირია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები, ასეთი პაციენტების ვაქცინაციის საკითხი უნდა გადაწყდეს  ინდივიდუალურად

დიაბეტის, ეპილეფსიის, კრუნჩხვის, ენცეფალოპათიის ან ფსიქიკური დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია

სხვა

ინტრავასკულარული, კანქვეშა და კანში ინიექცია აკრძალულია, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ რომელიმე მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული, დროულად შეატყობინეთ ექიმს; COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან კომბინაციის კლინიკური კვლევების შედეგების სიმწირის გამო, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, რეკომენდებულია მინიმუმ 14-დღიანი ინტერვლის დაცვა. ანტირაბიულის  და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19 ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე

 

5. 42 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac)) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,5. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები:

 

უკუჩვენებები

 

ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე დოზა არ კეთდება;

ორსულობა, ძუძუთი კვება

დროებითი უკუჩვენებები

ცხელებით მიმდინარე (38,5​0C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ქრონიკული დაავადების გამწვავება

COVID - 19  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღე. გამონაკლისს წარმოადგენ პირები, რომლებიც COVID - 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე)

იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID - 19  აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით

გაფრთხილება

სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა  ან სისხლის შედედების დარღვევა, რაც შესაძლებელია ინტრამუსკულარული ინექიციისას   გახდეს სისხლდენის მიზეზი

პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან რომლებსაც იმუნოდეფიციტი აქვთ, იმუნური რეაქცია ვაქცინის მიმართ შეიძლება იყოს სუსტი. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებამდე ან უზრუნველყოფილი იყოს პაციენტების უსაფრთხოება. ვაქცინა რეკომენდებულია პაციენტებისთვის ქრონიკული იმუნოდეფიციტით, თუნდაც ძირითადმა დაავადებამ გამოიწვიოს შეზღუდული იმუნური პასუხი

პაციენტები არაკონტროლირებადი ეპილეფსიით და სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დარღვევებით, როგორიც არის გიენ-ბარეს სინდრომი

ოჯახისა და პირადი ანამნეზით გამოვლენილი ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული კრუნჩხვა, ეპილეფსია ანამნეზში, ალერგია.

სხვა

მკაცრად აკრძალულია ამ ვაქცინის შეყვანა ვენაში;

აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი ან სხვა ვაქცინა. COVID-19 ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთდროული ადმინისტრირებისას უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმწირის გამო, რეკომენდებულია მინიმუმ 14-დღიანი ინტერვალის დაცვა. რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, ანტირაბიულის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს COVID-19-ის ვაქცინაციიდან ინტერვალის დაცვის გარეშე

 

შენიშვნა: ვაქცინაციის წინ აუცილებლად იხილეთ თანმხლები ინსტრუქცია.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე