„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016547
11
04/08/2021
ვებგვერდი, 05/08/2021
010250050.35.162.016547
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2021 წლის 4 აგვისტო

ქ. ახმეტა

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2020, 010250050.35.162.016536)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 728 800 (შვიდასოცდარვა ათას რვაასი)  ლარს.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი N2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი




დანართი N2

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტი

N

პროგრამის დასახელება

ბენეფიციართა  სავარაუდო

რაოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა ლარებში

ერთ პირზე/ოჯახზე

სულ

1

2

3

4

5

1

ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე  გადაუდებელ შემთხვევაში, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის  2000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში - არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

265 000

 

 

 

2

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება

 

 

 

 

წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარისა

 

 

 

50 000

 

 

 

 

 

3

ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 100 ლარის ოდენობით შემდეგ პირებზე:

  1. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000 - დან 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან  გასული არ უნდა იყოს ორი წელი).
  2. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.
  3. მარტოხელა მშობლის  სტატუსის მქონე პირები.

 

 

 

 

 

 

 

 

100

 

 

 

 

 

 

 

 

100

 

 

 

 

 

 

 

 

10 000

4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)

 

35

საახალწლოდ - 150 ლარი

სააღდგომოდ - 150 ლარი

სულ- 300 ლარი

5250

5250

სულ - 10 500

5

უდედმამო ბავშვები (18 წლამდე)

 

3

საახალწლოდ - 150 ლარი

სააღდგომოდ - 150 ლარი

სულ- 300 ლარი

450

450

სულ-900

6

სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის

 

 

32

ა) საახალწლოდ - 150 ლარი

ბ) სააღდგომოდ - 150 ლარი

სულ - 300 ლარი

4800

 

4800

სულ - 9600

7

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1500

8

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახების 15მ3  II ხარისხის მერქნით (საშეშე მერქანი) დახმარება

 

 

20

 

 

             

75

 

 

1500

9

95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება

16

150

2400

10

ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, (გარდა მაღალმთიან დასახლებაში  მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა)

 

 

 

120

ა)პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში -100 ლარი

ბ)მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 200 ლარი

გ) ტყუპების შემთხვევაში თითო ბავშვზე - 200 ლარი

 

 

 

20 000

11

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის  ხარჯი

 

5

 

300

 

1500

 

12

დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯები

 

20

 

ყოველთვიურად 70 ლარი

 

16 800

13

უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება

           20

 

200

4000

 

14

რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება

 

 

4

 

 

500

 

 

2000

15

დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის

 

12

 

200

 

 

2400

 

 

16

აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისთვის

 

7

 

200

 

1400

17

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება

4

500

2000

18

განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

61  500

19

სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება (9 მაისისთვის)

 

3

 

300

 

900

20

ომის  ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები

10

 

                     250

2500

21

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები

 

9

 

300

 

2700

22

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა ერთჯერადი დახმარება

 

 

9

 

 

600

 

 

5 400

23

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარება (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით არა უმეტეს 1500 ლარისა)

 

 

4

 

 

1500

 

 

6000

24

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირის ხარჯი

 

 

5

ყოველთვიურად არაუმეტეს 200 ლარისა, 4 თვის განმავლობაში

 

 

4 000

25

ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება

 

370

 

 

 

244 300

 

 

 

 

სულ  728 800