„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 05/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017150
45
05/08/2021
ვებგვერდი, 05/08/2021
040030000.22.034.017150
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №45

2021 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 040030000.22.034.016857) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლს „ი" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო:“.

2. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

მუხლი 151

სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს:

ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას და როგორც დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სხვა ბრალდებულთა დაკავების ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას;

გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;

დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებს;

ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, ან სხვა საჭიროების არსებობისას, სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებასა და აღკვეთაში სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას;

ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობას;

ზ) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად;

თ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენებას;

ი) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 5 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური