ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016626
328
23/07/2021
ვებგვერდი, 10/08/2021
000000000.00.101.016626
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №328

2021 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე