„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 06/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 001330000.22.026.016914
58
09/08/2021
ვებგვერდი, 09/08/2021
001330000.22.026.016914
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №58

2021 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს „ნიმუში 17“ შემდეგი რედაქციით:

„ნიმუში 17. საიუბილეო მედალი „დიდგორი-900“

  ავერსი                               რევერსი

                        თამასა

1. საიუბილეო მედლით „დიდგორი-900“ დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჯილდოვდებიან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედლის ზოგადი აღწერილობა:

ა) ავერსი – ლითონის, მრგვალ, ოქროცურვილ ველზე, გამოსახულია რიცხვი „900“, რომლის ქვემოთ განთავსებულია წარწერა მხატვრული შრიფტით – „დიდგორი“. ველის ზედა ნაწილში ოქროცურვილ ველზე, შუაში ვერტიკალურ წარმოსახვით ხაზზე განთავსებულია ოქროს ფარაკი გადაჯვარედინებული ხმლისა და შურდულის რელიეფური გამოსახულებით. კომპოზიციის გარშემო ამოტვიფრულია წარწერა  ზედა ნახევარში – „საქართველო“, ქვემოთ – „ძლევაი საკვირველი“. წარწერები გამიჯნულია ოქროს შვიდქიმიანი ვარსკვლავებით;

ბ) რევერსი – ლითონის, მრგვალ, ოქროცურვილ ველზე, შუაში განთავსებულია სახელმწიფო გერბის ჩატვიფრული გამოსახულება, რომლის მარცხენა მხარეს ჩატვიფრულია რიცხვი „1121“, ხოლო მარჯვნივ – „2021“. ველის ქვედა ნაწილში გრავირდება მედლის გაცემის რიგითობის აღმნიშვნელი ნომერი – 0000;

გ) ბაფთა არის მუქი მეწამული-წითელი, ე.წ. „ქართული წითელი“ ფერი და გაყოფილია ვერტიკალური 9 თანაბარი ოქროსფერი ზოლით;

დ) მედლის ზომები: მედლის დიამეტრი – 34 მმ; მედლის სისქე – 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 45 მმ; ბაფთის სიგანე – 32 მმ.

4. საიუბილეო მედლით „დიდგორი-900“ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით აჯილდოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 აგვისტოდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე