დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-70/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016896 |
|
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/02/2021; სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016839) 11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი უფლებამოსილნი არიან, ვაქცინირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერირონ/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტურონ ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული ფორმატით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები