„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017501
226
06/09/2021
ვებგვერდი, 07/09/2021
230210000.22.033.017501
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №226

2021 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) დანართი №3-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) თუ რეექსპორტში დეკლარირების მიზნით წარდგენილი, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე ან/და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

ბ) დანართი №8-IX-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი