„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018072
72/ნ
23/08/2021
ვებგვერდი, 23/08/2021
430210000.22.022.018072
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №72/ნ

2021 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის:​   

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიღებული  შედეგების საფუძველზე, უარი უთხრას მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ  მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული.“.

2. 31 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით,  ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას.“;

ბ) მე-4 – მე – 7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას.

5. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  განცხადებას.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე  შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას.

7. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის  ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო  სისტემაში  განთავსებას/ატვირთვას.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დადგინდება, რომ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის სურვილი მიმდინარე კალენდარული კვირის განმავლობაში გამოთქვა 50-მა ან მეტმა მოსწავლემ, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოსწავლეთა მობილობის განხორციელება, რისთვისაც წერილს თან უნდა დაურთოს მობილობის მსურველი მოსწავლეების სახელობითი სია (ელექტრონული სახით), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობა, რომლიდანაც გადადიან მოსწავლეები და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანება, ასევე – მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსწავლეების მობილობას მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რის შემდეგაც მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გადაანაწილებს მოსწავლეებს შესაბამის კლასებში/პარალელებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი