„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025924
1411
11/08/2021
ვებგვერდი, 23/08/2021
000000000.00.003.025924
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის 

განკარგულება № 1411

2021 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ დანართ №2-ის:

ა) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღისა) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში;“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​​1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთის გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღისა) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის არქონის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას, ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ ამ გეგმის დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე (რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც)), ამ გეგმის დანართ №2-ის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარების უზრუნველყოფის შემთხვევაში.“.

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.