კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/2785-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/08/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/2785-19
18/08/2021
ვებგვერდი, 24/08/2021
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

080210319003250154

საქმ №2/2785-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2021 წლის 18 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე


მეურვე  სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

წარმომადგენელიმიხეილ ლომთაძე

მოვალე – შპს „ჯვარი 94“

წარმომადგენელი – დირექტორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,რეაბილიტაცია’’ – გიორგი სამხარაძე

კრედიტორი (განმცხადებელი) – 1. სსიპ „შემოსავლების სამსახური“, წარმომადგენელი – თამთა ფორჩხიძე

მოთხოვნა: შპს „ჯვარი 94“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, შპს „ჯვარი 94“-ის (ს/ნ 242728811) განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „ჯვარი 94“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის ელექტრონულ სისტემაში 2019 წლის 24 სექტემბერს, ხოლო ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2019 წლის 01 ოქტომბერს. კანონით განსაზღვრულ ვადაში სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ წარმომადგენელმა შალვა კოპალეიშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა შპს „ჯვარი 94“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 11.11.2019 წ., 13.12.2019 წ. და 24.12.2019 წ. განჩინებებით სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ გაუგრძელდა სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დანიშნული საპროცესო ვადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 იანვრის განჩინებით სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 16 იანვარს.

2020 წლის 19 თებერვლის კრედიტორთა კრებაზე აღიარებულ იქნა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მოთხოვნა 16748,05 (თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდარვა ლარი და ხუთი თეთრი) ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილ იქნა მე – 4 რიგის მოთხოვნად.

„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ჯვარი 94“-ის კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2021 წლის 31 აგვისტოს 12:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა, მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა, გაკოტრების მმართველის არჩევა, მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მდებ.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში და გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე www.ecourt.ge.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11).

 

მოსამართლე                                                                      მანანა ნიკაჭაძე