ღამის სამუშაოზე წლიური სამუშაო დროის პროპორციული განაკვეთის განსაზღვრის და ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობისა და ფარგლების დამტკიცების თაობაზე

ღამის სამუშაოზე წლიური სამუშაო დროის პროპორციული განაკვეთის განსაზღვრის და ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობისა და ფარგლების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016905
01-79/ნ
07/09/2021
ვებგვერდი, 08/09/2021
470230000.22.035.016905
ღამის სამუშაოზე წლიური სამუშაო დროის პროპორციული განაკვეთის განსაზღვრის და ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობისა და ფარგლების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-79/ნ

2021 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ღამის სამუშაოზე წლიური სამუშაო დროის პროპორციული განაკვეთის განსაზღვრის და ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობისა და ფარგლების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (2020 წლის 29 სექტემბერი, №7177-Iს) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (2020 წლის 29 სექტემბერი, №7177-Iს) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი არის:

ა) ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში, ჩვეულებრივ, მუშაობს არანაკლებ 3 საათს; ან

ბ) ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთ მეოთხედს მუშაობს ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში.

მუხლი 2. დამტკიცდეს თანდართული „ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობა და ფარგლები“ (დანართი №1). 

მუხლი 3.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე




დანართი №1

ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობა და ფარგლები

1. ეს დანართი აწესრიგებს ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარ (დასაქმებამდე) და შემდგომ პერიოდული სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ამ დანართის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ღამის დრო“ - პერიოდი 22 საათიდან 6 საათამდე;

ბ)„ღამის სამუშაოზე დასაქმებული“:

ბ.ა) პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მუშაობს არანაკლებ 3 საათს;

ბ.ბ) პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთ მეოთხედს მუშაობს ღამის დროის განმავლობაში;

გ) „სამედიცინო დაწესებულება“ – საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.

3. დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი (პროფესიული) სამედიცინო შემოწმების მიზანია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა მოცემული ღამის  სამუშაოსათვის ანუ იმ დაავადებებისა, თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა, რომლის დროსაც კონტაქტი მოცემულ პროფესიულ ფაქტორთან უკუნაჩვენებია. დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების  სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც პროფესიული პათოლოგიის ადრეული ნიშნების გამოვლინების, ისე მისი ჰიპერდიაგნოსტიკის თავიდან აცილების მიზნით.

4. პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.

5. პერიოდული სამედიცინო შემოწმების ძირითადი ამოცანებია: მოქმედ საწარმოო ფაქტორთან  და ღამის სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ავადმყოფთა ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების და შრომის უნარის აღსადგენად.

6. დასაქმებულის ჯანმრთელობის დაცვისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა განახორციელოს რისკების შეფასება და განსაზღვროს:

ა) საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება ღამით მუშაობის სპეციფიკურ შედეგებს;

ბ) საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება ღამით მუშაობისას მძიმე ფიზიკურ ან ფსიქიკურ დატვირთვას;

გ) საფრთხეები დასაქმებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის, რომლებიც თან ახლავს იმ სამუშაოს შესრულებას, რომელსაც ასრულებს ღამის სამუშაოზე დასაქმებული.

7. დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ღამის სამუშაოზე პირის დასაქმებამდე და ამ დანართის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით, დამსაქმებელი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის  ჯანმრთელობაზე.

8. დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ საკუთარი ხარჯით ორგანიზებული დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ფარგლებში სამედიცინო დაწესებულება:

ა) ახორციელებს ღამის სამუშაოზე დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას და აფასებს, აქვს თუ არა უარყოფითი გავლენა ღამის მუშაობას დასაქმებულის ჯანმრთელობაზე;

ბ) აცნობს მიღებულ შედეგებს დამსაქმებელს და დასაქმებულს სამედიცინო (საექიმო) საიდუმლოს დაცვის პრინციპის გათვალისწინებით.

9. ღამის სამუშაოზე დასაქმებულის სამედიცინო შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს  რისკები, რომლებიც უკავშირდება:

ა) იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც განაპირობებს ინფექციური დაავადებებით ხშირად ავადობას;

ბ) სიმსივნური პათოლოგიების მატებას, რაც ასევე ასოცირდება იმუნური მექანიზმების უკმარისობასთან;

გ) ინსულინის წარმოქმნის დაქვეითებას, რაც იწვევს მადის მომატებას და შედეგად, ჭარბი წონის პრობლემას;

დ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატებას (ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია, სტენოკარდია);

ე) ღამის სამუშაოების გახანგრძლივებით გამოწვეულ სხვადასხვა ჰორმონალურ დარღვევებს, რაც გამოიხატება ნეირო-ფსიქიატრიული დარღვევებით: გუნება-განწყობილების გაუარესება, შფოთვა, ნერვიულობა და გაღიზიანება, დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების დონის შემცირება და სხვა კოგნიტური დარღვევები.

10. წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები ტარდება:

ა) შემდეგ სპეციალობებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმსპეციალისტების მონაწილეობით: 

ა.ა.) „შინაგანი მედიცინა“ ან „საოჯახო მედიცინა“;

ა.ბ.) „კარდიოლოგია“;

ა.გ) „ნევროლოგია“;

ა.დ) „ოფთალმოლოგია“;

ა.ე) „ოტორინოლარინგოლოგია“.

ბ) შემდეგი კლინიკო-ლაბორატორული კვლევების გამოყენებით:

ბ.ა) სისხლის საერთო ანალიზი;

ბ.ბ)კოაგულოგრამა;

ბ.გ) ელექტროკარდიოგრაფია;

ბ.დ) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;

ბ.ე) მხედველობის სიმახვილის შემოწმება;

ბ.ვ) აუდიომეტრია.

11. დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, საექიმო საქმიანობის უფლების მქონე შესაბამისი ექიმსპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ.