„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023007
451
07/09/2021
ვებგვერდი, 09/09/2021
190020010.10.003.023007
„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №451

2021 წლის 7 სექტემბერი

   ქ. თბილისი

„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8  იანვრის  №2 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 11/01/2021, 190020010.10.003.022555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის („დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო  პროგრამის“):

1. დანართ №1.4-ის („მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით“) მე-2 მუხლს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) დაცული სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული.“.

2. დანართ №1.4.1-ის („სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი“) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კონტროლი  

ამავე კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სააგენტოში პროგრამის მონიტორინგის მიზნით შექმნილი  მონიტორინგის  ჯგუფი.“.

3. დანართ №1.4.1-ის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის  დანართი №1.4.2 („დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი“):

 

„დანართი №1.4.2

 

დაცული სამუშაო ადგილების   სუბსიდირების კომპონენტი

 

მუხლი 1. კომპონენტის  მიზანი

კომპონენტის მიზანია დამსაქმებლის მიერ, სააგენტოსთან შეთანხმებით, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული.

 

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. დაცულ სამუშაო ადგილს ქმნის დამსაქმებელი სააგენტოსთან შეთანხმებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

2. სააგენტო უფლებამოსილია, დაცული სამუშაო ადგილის სამუშაო გარემოს ადაპტირებისთვის ან შექმნისთვის განახორციელოს  დამსაქმებლის სუბსიდირება იმ პირობით, რომ ეს სამუშაო გარემო სულ მცირე 3 წელს იფუნქციონირებს.

3. დაცული სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს აგრეთვე სპეციალური ვაკანსია, რომელსაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დაიკავებს. დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირება დამსაქმებელსა და სააგენტოს შორის წინასწარ წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული.

4. დაცული სამუშაო ადგილის სახეობებს, მათ შექმნასა და მათი სამუშაო გარემოს ადაპტირებას, დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირების მოცულობას, თანხის ნაწილობრივ გადახდასა და თანამონაწილეობას განსაზღვრავს სამინისტრო, სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.

 

მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელებისა და დაფინანსების პირობები

1. დამსაქმებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ და სააგენტოს მიერ წინასწარ მოთხოვნილ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

2. დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირების მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია განიხილავს დამსაქმებლის მიერ  წარმოდგენილ დოკუმენტაციას. 

3. სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლის სუბსიდირებას კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე,  არაუმეტეს  50%-ისა.

4. დამსაქმებელი ვალდებულია, სააგენტოს სუბსიდირებით შექმნილი ადაპტირებული სამუშაო გარემო შეინარჩუნოს 3 წლის ვადით.

 

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სააგენტოში  რეგისტრირებული  შშმ და სსსმ პირები და  დამსაქმებლები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, შექმნან ადაპტირებული სამუშაო გარემო.

 

მუხლი 5. კონტროლი

ამავე კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სააგენტოში პროგრამის მონიტორინგის მიზნით შექმნილი  მონიტორინგის  ჯგუფი.

 

მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი

შესრულების ინდიკატორებია:

ა) შექმნილია დაცული სამუშაო ადგილები;

ბ) შშმ/სსსმ პირი დასაქმებულია დაცულ სამუშაო ადგილზე.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი