დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 455 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023011 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, მუხლი 1546) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ლ“, „პ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების ან/და საქართველოს შრომის კოდექსისა და ამ დებულების შესაბამისად, ნიშნავს (მათ შორის, კონკურსის წესით) და ათავისუფლებს ბიუროს თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს;“; „ლ) ამტკიცებს ბიუროს საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;“; „პ) სხვადასხვა სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს, განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს და, საჭიროების შემთხვევაში, ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“; „ს) ამტკიცებს ბიუროს ექსპერტების ტანსაცმლის ფორმისა და ბიუროს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ნიმუშებს;“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) უფლებამოსილია, მოახდინოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება ბიუროს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე.“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.“. 4. მე-10 მუხლის: ა) „გ“, „თ“, „მ“, „ო“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;“; „ლ) ბიუროს შინაგანაწესის შემუშავება და, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცვლილებებისა და წინადადებების მომზადება;“. 5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსი „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ბიუროს თანამშრომელთა შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი.“. 6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი: „მუხლი 212 ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საქართველოსა და საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში; გ) ბიუროს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, წინადადებების/რეკომენდაციის შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა (ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით), ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; დ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საექსპერტო ლაბორატორიების მართვის სისტემის დანერგვა (სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით); ე) საექსპერტო საქმიანობის სფეროში დანერგილი თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესწავლა და ბიუროში მათი დანერგვისათვის საჭირო რესურსების შექმნა; ვ) სხვა ქვეყნების საექსპერტო სამსახურებთან ურთიერთობების დამყარება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინირება; ზ) საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა და ორგანიზება; თ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქმედო პროცედურების შემუშავება, დანერგვა და პერიოდული განახლება, ხარისხის სისტემის წლიური შემოწმება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება; ი) ბიუროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები